პასტა ბოლონეზე - ყველაზე მარტივი და სწრაფი რეცეპტი

პასტა ბოლონეზე - ყველაზე მარტივი და სწრაფი რეცეპტი
fpaparazzi გთავაზობთ იტალიური სამზარეულოს ყველაზე პოპულარული კერძის „ბოლონეზეს“ მარტივ და სწრაფ რეცეპტს.
ინგრედიენტები:
  • 300 გ საქონლის ფარში
  • 400 გ დაჭრილი პომიდვრის კონსერვი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კონა ნიახური
  • 1 პატარა სტაფილო
  • 1 ჩ/კ როზმარინის ფოთლები
  • 1 ჩ/კ ქონდარი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • ბაზილიკის ან რეჰანის რამდენიმე ფოთოლი
  • გახეხილი პარმეზანი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:
ხახვი და სტაფილო გაფცქვენით, დაჭერით პატარა კუბიკებად. დაჭერით ასევე ნიახური და მოხრაკეთ ბოსტნეული ზეითუნის ზეთში მაღალ ცეცხლზე. დაუმატეთ ხორცის ფარში ხრაკეთ, სანამ ხორცი ფერს არ შეიცვლის.
დაუმატეთ დაჭრილი როზმარინი და ქონდარი, დაუწიეთ ცეცხლს და შუშეთ 10 წუთის განმავლობაში.
შემდეგ დაუმატეთ პომიდორი, მარილი და პილპილი და მაღალ ცეცხლზე მიიყვანეთ მასა ადუღებამდე, თან შეუჩერებლად ურიეთ.
კვლავ დაუკელით ცეცხლს, ჩაყარეთ ბაზილიკი, დაახურეთ თავსახური ტაფას და შუშეთ თავდახურულ ჭურჭელში კიდევ 7-10 წუთი.
მოხარშეთ სპაგეტი ან მაკარონი, გადაწურეთ. გადაიტანეთ თეფშზე, მოასხით მომზადებული ბოლონეზეს რაგუ და მოახეხეთ პარმეზანი.
მორთეთ ბაზილიკის ან რეჰანის ქორფა ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით