რატომ უნდა მივირთვათ ლიმონიანი წყალი? ეს 5 მიზეზი ჩემში გაოცებას იწვევს!

რატომ უნდა მივირთვათ ლიმონიანი წყალი? ეს 5 მიზეზი ჩემში გაოცებას იწვევს!
იცოდით, რომ ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველ დილით, უზმოზე ლიმონიან წყალს მიირთმევს? მათთვის ეს პროცედურა უკვე რუტინად იქცა, რადგან წყალში გახსნილი ლიმონის წვენი ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ეს სასაგებლო სასმელი წმენდს ჩვენს ორგანიზმს ტოქსინებისგან და საგრძნობლად აჩქარებს გახდომის პროცესს. ლიმონი გაჯერებულია საკვები ნივთიერებებით: კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, A, C ვიტამინით და B ჯგუფის ვიტამინებით. გარდა ამისა, ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს, პეტიცინს, ცილებსა და ნახშირწყლებს. ლიმონის მჟავა ფლობს ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ თვისებებს, ის აძლიერებს იმუნიტეტს და აჯანსაღებს ორგანიზმს.

ლიმონიანი წყლის მომზადება ძალზედ მარტივია: უბრალოდ ჩაწურეთ 1/2 ლიმონი 1 ჭიქა თბილ წყალში და მიირთვით ის საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ ეს სასარგებლო სასმელი ყოველ დილით:

1. საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესება.
იცოდით, რომ ლიმონიანი წყალი წარმოუდგენლად სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებისთვის? გარდა ამისა, ეს სასმელი გვეხმარება ორგანიზმის ტოქსინებისგან და წიდებისგან გაწმენდაში.

2. იმუნური სისტემის გაძლიერება.
ლიმონი გამდიდრებულია ძლიერი ანტიოქსიდანტებით. C ვიტამინი, რომელიც ჭარბადაა ამ ციტრუსში, საგრძნობლად აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისგან. ამ ვიტამინის რაოდენობა ორგანიზმში საგრძნობლად მცირდება, როდესაც სტრესს განიცდით. სწორედ ამიტომ, რეკომედირებულია ლიმონიანი წყლის მირთმევა ყოველ დილით, უზმოზე.

3. ორგანიზმის დატენიანება.
იცით, თუ რომელი პროდუქტი შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროლიტებს? დიახ, ეს ლიმონია! მიირთვით 1 ჭიქა ლიმონიანი წყალი ყოველ დილით, რათა თქვენი ორგანიზმი იყოს დატენიანებული და ენერგიით აღსავსე.

4. უშრეტი ენერგიის მინიჭება ორგანიზმისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ყოველ დილით ლიმონიან წყალს მიირთმევთ, მთელი დღე ენერგიულად იქნებით. გაიმეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად და თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ დეპრესიასა და მშფოთვარებას. როგორც უკვე გითხარით, ეს ციტრუსი გამდიდრებულია ისეთი საკვები ნივთიერებებით, როგორებიცაა: B და C ვიტამინები, ფოსფორი, ცილები და ა.შ. სწორედ ამიტომ, ლიმონიან წყალს შესწევს ორგანიზმის საერთო ენერგიის ამაღლების ძალა.

5. კანის გაწმენდა.
ანტიოქსიდანტები, რომლებიც ჭარბადაა ლიმონში, გვეხმარება კანთან დაკავსირებული პრობლემების გადაჭრაში. მიირთვით ყოველ დილით ლიმონიანი წყალი და თქვენი კანი სილამაზისგან იბრწყინებს!

იზრუნეთ საკუთარ თავზე და არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!