როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს სახლის პირობებში - ხალხური რეცეპტებით

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს სახლის პირობებში - ხალხური რეცეპტებით
ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვენების დაავადებაა, რომელიც მათი სანათურის გაფართოებასა და ვენური კედლის გათხელებას იწვევს, რასაც თან სდევს ვენის დაგრძელება და დაკლაკვნა. ვენების ვარიკოზული დაავადების სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება მიიჩნევა. ვენების ვარიკოზული გაგანიერების უპირველეს მიზეზად ვენების სარქვლოვანი აპარატის გაუმართავი მუშაობა გვევლინება,
გარდა ამისა, ვენების ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების ხელშემწყობი ფაქტორებია: მემკვიდრეობითი მიდრეკილება, ორსულობა, სქესობრივი თავისებურებები, ჭარბი წონა, არასწორი და არასრულფასოვანი კვება, ცხოვრების არასწორი წესი, ალკოჰოლის ჭარბად მიღება, სიგარეტის მოწევა. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც მოგიხსნით სიმძიმის შეგრძნებას, ტკივილს და ფეხების ადვილად დაღლას.

მომზადება და გამოყენების წესი:
  1. 250 გრამ გარჩეულ გახეხილ ნიორს დაასხით 350 გრამი თაფლი, საგულდაგულოდ აურიეთ და 1 კვირით დააყენეთ.
  2. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3 ჯერ ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვეა.
  3. ეს წამალი ააქტიურებს ვენათა ფუნქციებს.


ექიმის კომენტარი: ნიორი ხალხურ მედიცინაში ცნობილია როგორც ბაქტერიოციდული, ანტიანთებითი, ანტივირუსული, ანტიპარაზიტული, ნაღველმდენი ეფექტის მქონე მცენარე. ნიორი ნახველის გამათხელები და ამოსახველები საშუალებაცაა. იგი ასტიმულირებს გულის მუშაობას, აფართოებს კორონალურ სისხლძარღვებს. ნივრის პრეპარატები გამოიყენება ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესების დასათრგუნად, აგრეთვე ღვიძლის, ზემო სასუნთქი გზებისა დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტის და ზოგჯერ ბრონქული ასთმის დროს. ზედაპირული ვენების პათოლოგიის დროს ნივრის დადებითი მოქმედება უკავშირდება სისხლის რეოლოგიური თვისებების გამაუმჯობესებელ და თრომბწარმოქმნის საწინააღმდეგო ეფექტს, აგრეთვე ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურის მასტაბილიზებელ ეფექტს.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"