როგორ გამოვდევნოთ შარდმჟავას კრისტალები სწრაფად და ავირიდოთ თავიდან პოდაგრა.

როგორ გამოვდევნოთ შარდმჟავას კრისტალები სწრაფად და ავირიდოთ თავიდან პოდაგრა.
პოდაგრა გახლავთ პრობლემა, რომელიც აღენიშნებათ იმ ადამიანებს, რომელთაც თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ამ დროს ორგანიზმიდან შარდმჟავა არ გამოიდევნება. მჟავის ნარჩენებს ორგანიზმში მივყავართ პატარა ზომის კრისტალების წარმოქმნამდე, რომლებიც ფეხების სახსრებში გროვდება.

როგორ ავირიდოთ თავიდან შარდმჟავას კრისტალიზაცია.

პირველ რიგში, რეკომენდირებულია ცხოვრების სტილისა და კვების რაციონის შეცვლა. გაამდიდრეთ საკუთარი კვების რაციონი ბოსტნეულითა და ორგანული პროდუქტებით, თევზით, ხორცით და მთელი მარცვლეულით. დაივიწყეთ ცხიმებით გაჯერებული პროდუქტები, შაქარი და ალკოჰოლი.

გარდა ამისა, აუცილებელია ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყლის მიღება. ასე თქვენ შეძლებთ ორგანიზმის უნარის ამაღლებას, გამოდევნოს ორგანიზმიდან ტოქსინური ნარჩენები და შარდმჟავა.

გარდა ამისა, პოდაგრის მოშორებაში დაგეხმარებათ სხვადასხვა საშუალებები, რომლეთა მომზადებას შეძლებთ სახლის პირობებში.

საკვები სოდა: შეურიეთ 1/2 ჩაის კოვზი საკვები სოდა წყლის დიდ რაოდენობასთან. მიირთვით ეს სასმელი რაც შეიძლება ხშირად.

ლიმონის წვენი: ეს პროდუქტი საგრძნობლად ამცირებს შარდმჟავას კრისტალების წარმოქმნის ალბათობას. ჩაწურეთ ერთი ლიმონი ერთ ჭიქა წყალში და მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილით, სადილობამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ვაშლის ძმარი: ეს მეთოდი დაგეხმარებათ ორგანიზმის გატუტოვანებაში, რადგან ვაშლის ძმარი შეიცავს ვაშლის მჟავას. ეს მჟავა ანადგურებს შარდმჟავას და გამოდევნის მას ორგანიზმიდან. გახსენით 1 ჩაის კოვზი ნატურალური ვაშლის ძმარი 200 მილილიტრ წყალში და მიირთვით ის დღეში ორჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ანანასი: ეს პროდუქტი გამდიდრებულია ბრომელაინით, რომელიც არაჩვეულებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა და გამოიყენება სხვადასხვა ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

იზრუნეთ საკუთარ თავზე და აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს, რათა მათაც შეძლონ პოდაგრის წინააღმდეგ ბრძოლა ნატურალური მეთოდებით!