გაიქრეთ ცხიმები მუცლის არედან დღეში 2-ჯერ 2 წუთიანი მასაჟის დახმარებით!

გაიქრეთ ცხიმები მუცლის არედან დღეში 2-ჯერ 2 წუთიანი მასაჟის დახმარებით!
დღესდღეობით ღიპის პრობლემას უამრავი ადამიანი ებრძვის. რიგ შემთხვევებში ეს პრობლემა არა მხოლოდ ესთეტიკასთან, არამედ სერიოზულ დაავადებებთანაა დაკავშირებული. მუცლისა და წელის არზე ცხიმების დაგროვება შეიძლება უამრავი ფაქტორით იყოს გამოწვეული. ესენია: ასაკი, ცუდი კვება, სტრესი, უძილობა და ა.შ. პრობლემის სათავის ძიება - საუკეთო საშუალება გამოსავლის საპოვნელად.

ორგანიზმში დაგროვებულ ცხიმებს სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. ცხიმოვანი ფენები იცავს ჩვენს შინაგან ორგანოებს, ამარაგებს ორგანიზმს მზა ენერგიით შიმშილის დროს და ა.შ.

ხრიკის მთავარი არსი, რომელიც ზედმეტი ცხიმებისგან გაგათავისუფლებთ, ორგანიზმისთვის სწორი გზის ჩვენებაშია. ეს ვარჯიშები, რომელთაც დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ, ზრდის სხეულის მოთხოვნას ენერგიისადმი და აძლიერებს კუნთებს შიგნიდან, რაც თავის მხრივ ცხიმების წვას უწყობს ხელს. გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ორგანიზმი ტოქსინებითაა დატვირთული, ეს პროცესი შეიძლება საერთოდ არ წარიმართოს...

მუცლის მასაჟი ჩინური მედიცინის მიხედვით

როდესაც სპორტ-დარბაზს საკუთარი პრობლემებით სტუმრობთ, როგორც წესი, მუცლის პრესის ვარჯიშებს გთავაზობენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვარჯიშები ვერ გვაშორებს მუცლიდან იმ ცხიმს, რომელიც პრესის კუნთებს გარშემო არტყავს.

ექიმ სტივენ ჩანგის სიტყვებით, რომელიც დასავლურ და ჩინურ მედიცინის ექსპერტია, ცხიმოვანი ფენების მოშორება მარტივადაა შესაძლებელი სპეციალური ჩინური მასაჟის დახმარებით, რომელიც ცხიმის წვის პროცესს უჯრედულ დონეზე ააქტიურებს.

ჩინური მასაჟის მეთოდიკა მოიცავს სხვადასხვა სახის ვარჯიშებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესებისთვის და ორგანიზმის ბუნებრივი დეტოქსიკაციის უნარის ამაღლებისთვის.

აი რა ეფექტს იძლევა ასეთი მასაჟი:
  • ცხიმგროვების დაშლა
  • მეტაბოლიზმის გაუმჯობესება
  • დეტოქსიკაცია და ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესება
  • მუცლის არეში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
  • გულის რევის, ღებინების და კუჭის გაღიზიანების არიდება

საუკეთესო შედეგების მისაღებად რეკომენდირებულია ეს ტექნიკა დღეში ორჯერ, საუზმობისა და დაძინების წინ გამოიყენოთ.

გთავაზობთ ამ ჯადოსნური მასაჟის სრულ ინსტრუქციას:

  1. დაწექით ზურგზე მყარ ზედაპირზე, გაახურეთ ხელის გულები ერთმანეთზე ხახუნით და დაიდეთ ერთი ხელი ჭიპზე.
  2. დაიწყეთ მუცლის მსუბუქი, ზედაპირული ფერება წრიული მოძრაობებით ჭიპის გარშემო. პერიოდულად გაზარდეთ წრის დიამეტრი. თითოეული წრის შესასრულებლად 2 წამამდე უნდა დაგჭირდეთ.
  3. ფოკუსირდით სითბოზე, რომელიც ხახუნის წყალობით მუცლის არეში წარმოიქმნება.
  4. იკეთეთ ეს მასაჟი ორი წუთის განმავლობაში. ეს დრო საკმარისია 40-50 წრის გასაკეთებლად. დარწმუნდით, რომ მასაჟის დროს თქვენი მუცელი სითბოში იმყოფება

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ეს ტექნიკა მყისიერად მსუყე ტრაპეზის შემდეგ ან ორსულობის დროს. მასაჟის ეს სახეობა ასევე არ არის რეკომენდირებული იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თირკმელებში არსებული კენჭებისგან, ქალური ორგანოების ან შარდისა და ნარვლის ბუშტის ანთებისგან იტანჯებით. ეს მეთოდი ასევე უკუჩვენებითია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მსხვილი ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადებები აღენიშნებათ.

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც დეტალურადაა ყველაფერი ახსნილი: