პიცის სუპერ-ცომი მარტივად

პიცის სუპერ-ცომი მარტივად
თუკი პიცა გიყვართ, FPAPARAZZI-ი გთავაზობთ პიცის სუპერ-ცომის რეცეპტს.

საჭირო მასალა:
  • 2/3 ჭიქა თბილი წყალი
  • 1ჩ/კ შაქარი
  • 1ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 6,5 გ მშრალი საფუარი
  • 2-2,5 ჭიქა ფქვილი

მომზადება:
მოზრდილ თასში აურიეთ ფქვილი, საფუარი, შაქარი და მარილი. დაუმატეთ წყალში გახსნილი ზეითუნის ზეთი, მოზილეთ მაგარი ცომი და დადგით თბილ ადგილას ნახევარი საათი.
როდესაც ცომი ამოვა, გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელთ თხლად და მოაწყვეთ ზემოდან სასურველი ინგრედიენტები.
პ.ს. თუკი გსურთ პიცას ყველიც ჰქონდეს, ეს ინგედიენტი სულ ბოლოს მოახეხეთ- მაშინ როდესაც პიცის ცხობას დაასრულებთ.