მსოფლიოს 10 ულამაზესი ბაზარი

როდესაც საქმე ახალ პროდუქტებს ან ტანსაცმელს ეხება, უკვე მრავალი ათასი წლის განმავლობაში ხალხი ბაზარში დადის. უნივერსალური სავაჭრო ადგილი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეშია. თითოეული განსხვავდება ერის კულტურისა და თავისებურებების მიხედვით. უძველესი წარსულის მსგავსად, ვაჭრობის პრინციპი უცვლელია - საქონელი დახლიდან ნაღდ ფულზე იყიდება. მსოფლიოს 10 ბაზარი, რომელსაც დღეს FPAPAZAZZI-ს რედაქცია წარმოგიდგენთ, დიდი ხანია, ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა თვითმყოფადი ატმოსფეროს წყალობით.

ტუჩაკიბანგკოკი, ტაილანდი

ტაილანდის ყველაზე დიდი ბაზარი უქმე დღეებში მუშაობს და მასში ათასობით ტაილანდელი თუ ტურისტი იყრის თავს. რამდენიმე დღით აქ ჩნდება ქუჩები 15 ათასი კიოსკისგან, რომელსაც ყოველდღიურად 200 ათასი ადამიანი სტუმრობს. ეს გახლავთ ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ბანგკოკში - უმეტესობა ჯერ ბაზრის დასათვალიერებლად მიდის, შემდეგ კი სხვა ღირშესანიშნაობებს ეწვევა.

გრანდ ბაზარი, სტამბოლი, თურქეთი


გრანდ ბაზარი -მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი დახურული ბაზარი გახლავთ. მასში 61 ქუჩაა და თითოეულ მათგანში სხვადასხვა საქონლით ვაჭრობენ. ყოველდღიურად გრანდ ბაზარს 400 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. ვაჭრობა ამ ადგილას უძველესი პერიოდიდან მიმდინარეობს - საბაზრო დახლები აქ ჯერ კიდევ ქრისტიანულ და მუსულმანურ პერიოდებამდე არსებობდა.

ჯამა ელ ფნა, მარაქეში, მაროკო


Queen Victoria, მელბურნი, ავსტრალია


ბაზარი მელბურნის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს - ყოველდღიურად მას 100 ათასამდე ადგილობრივი თუ ტურისტი სტუმრობს. Queen Victoria სამხრეთ ნახევარსფეროს უდიდესი ბაზარია, მისი ტერიტორია 7 ჰექტარს მოიცავს.

Camden Lock, ლონდონი, ინგლისი


ლონდონის ყველაზე პოპულარული ბაზარი 100 000-მდე სტუმარს იღებს ყოველ უქმე დღეს. ბაზარი Camden Lock რამდენიმე თემატურ ზონას წარმოადგენს, სადაც ტანსაცმლით, პროდუქტებითა და უამრავი სხვა რამით ვაჭრობენ.

ჩანდნი ჩოუკი, დელი, ინდოეთი


ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა და ხალხმრავალმა ბაზარმა ძველ დელიში, თავდაპირველად შესაძლოა, მოუმზადებელი სტუმარი შეაშინოს თავისი მასშტაბებითა და განუწყვეტელი მოძრაობით.

Temple Street Night Market ჰონგ-კონგი


ტემპლის ქუჩაზე მდებარე ღამის ბაზარი დღის მეორე ნახევარში იწყებს მუშაობას, როდესაც ქუჩა იკეტება საგზაო მოძრაობისთვის. მანქანების ნაცვლად ქუჩაში ათასობით მოვაჭრე გამოდის, რომლებიც ტანსაცმელს, საათებს, პროდუქტებს, ელექტრონიკასა და ასევე მეორადი მოხმარების საგნებს ჰყიდიან.

ღამის ბაზარი შილინი, ტაიბეი, ტაივანი



ტაიბეის ყველაზე დიდი და ცნობილი ღამის ბაზარი 600-მდე კიოსკს ითავსებს მრავალფეროვანი ნაწარმით.

Rialto Market, ვენეცია, იტალია
მსოფლიოს 10  ულამაზესი ბაზარი

ბაზარი აქ ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში არსებობდა და დღემდე ფუნქციონირებს დიდი არხის სანაპიროზე, ცნობილი ხიდის, რიალტოს მახლობლად. ბაზარი და რიალტოს ხიდი ვენეციის ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტების სიაში შედის.

სან-ლოურენსი, ტორონტო, კანადა


ამ ბაზარმა National Geographic-ის პრემია მიიღო მსოფიოში საუკეთესო პროდუქტებით ვაჭრობისთვის. ბაზარი 2 შენობაშია განლაგებული და ყოველდღიურად ასობით კანადელ ფერმერს იღებს, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის საუკეთესო ნიმუშები ჩამოაქვთ -ხორცი, ბოსტნეული და სოფლის სამეურნეო პროდუქცია.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: