ყველაზე უცნაური ადგილები, სადაც მიუხედავად ყველაფრისა, ხალხი ცხოვრობს

მიწისქვეშეთი, ვუკლანი, ჭაობები, სადაც ნიანგები ბინადრობენ - ადამიანს შეუძლია მოეწყოს ერთი შეხედვით, სიცოცხლისთვის შეუთავსებელ ტერიტორიებზეც კი.

აოგასიმა, იაპონია: ცხოვრება ვულკანზე

კუნძულ-ვულკანის, აოგასიმას მცხოვრებლები ისე შეეჩვივნენ მუდმივ საშიშროებას, რომ ასეთ პირობებში ცხოვრება ჩვეულებრივად მიაჩნიათ. ერთი შეხედვით, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ზღვაზე აღმართული ორმაგი კრატერი სიცოცხლისთვის გამოსადეგი არ არის, თუმცა კუნძულის ბინადარნი ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. მსგავსი უდაბნო ადგილების პოვნა მჭიდროდ დასახლებულ იაპონიაში ძნელია.


კუბერ-პედი, ავსტრალია: ”თეთრი ადამიანის ბუნაგი”


სამხრეთ ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში ადამიანები მიწის ქვეშ დასახლდნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ანუ, თავდაპირველად, ქალაქ კუბერ-პედის მცხოვრებლები ოპალს მოიპოვებდნენ, შემდეგ გადაწვიტეს, რომ სამსახურამდე გზას დიდი დრო მიაქვს და ბუნაგში დასახლდნენ. მიწისქვეშა სამეფოს ორგანიზების იდეას სხვა მიზანიც ჰქონდა: მთის შიგნით ავსტრალიური მზე ისე არ აცხუნებს, როგორც გარეთ; თანაც, მსგავს პირობებში ძვირფასი წყლის შენარჩუნება გაცილებით იოლია. კუბერ-პედის მოსახლეობამ მოახერხა მთაში საცხოვრებელი სახლების, ეკლესიებისა და გოლფის სათამაშო მოედნებისაც კი, ჩაშენება. ბოლო დროს მიწისქვეშა უძრავი ქონების ფასმა საგრძნობლად იკლო. ალბათ, ბუნაგიდან გამოსვლის დრო დადგა.

პალმერსტონი, კუნძული კუკა - ერთი ოჯახის კუნძული


1963 წელს წყნარ ოკეანეში, პალმერსტონის კუნძულზე ინგლისელი უილიამ მასტერსი და 3 ტაიტელი ქალი გადმოვიდა. რითი იყვნენ დაკავებული პირველი კოლონისტები, ცნობილი არ არის, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში კუნძულის მცხოვრებლების რიცხვი, გვარად მასტერსი, 134-მდე გაიზარდა. ახალი ზელანდიიდან 3000 კილომეტრით დაშორებული ატოლი, ერთო ოჯახის კუნძულად დარჩა.

დიქსონი, რუსეთი: არქტიკის კარიბჭე


კარის ზღვის სანაპიროზე მდებარე პატარა დასახლება დიქსონი - რუსეთის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში დასახლებული პუნქტია. ხანგრძნივი პოლარული ღამეები და წლიური საშუალო ტემპერატურა -11,4°C, სატრანსპორტო იზოლაცასთან ერთად, სიცოცხლისთვის არც თუ ისე სახარბიელო პირობებს ქმნის. თუმცა, დიქსონში მაინც რჩება 500-მდე მაცხოვრებელი. მათი უმეტესობა პორტის მომსახურების სფეროში მუშაობს, როდესაც ნავიგაცია გახსნილია. დასახლებაში ცხოვრება უსასრულოდ ერთფეროვანია.

ლა-რინკონადა, პერუ: გაიშვიათებულ ჰაერში


ზღვის დონიდან 5100 მეტრის სიმაღლეზე განლაგებული ანდების დასახლება მსოფლიოს ყველაზე მაღალმთიან დასახლებად მიიჩნევა მსოფლიოში. მთის გაიშვიათებული ჰაერი, დაბალი ტემპერატურა და თითქმის პირველყოფილი საარსებო პირობები არ აჩერებს ათასობით მუშას, რომლებიც აქ ოქროს საბადოების საპოვნელად ჩამოდიან.

სილენდის სამეფო: გაცრუებული იმედების კუნძული


ვირტუალურ, არაღიარებულ ჯუჯა სამეფო სილენდს ჩრდილოეთის ზღვის რაფს-თაუერის პლატფორმების დაახლოებით 0,002 კვ.კმ. ტერიტორია უკავია. მიუხედავად ამისა, მისი ბინადარნი შესანიშნავად გრძნობენ თავს: თამაშობენ მინი-გოლფს, უშვებენ მონეტებს, იჭერენ ბრიტანულ Wi-Fi-ის და ცდილობენ დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობა ერთ ქვეყანასთან მაინც.

სილენდი გახლავთ სახელმწიფო, რომელიც გადამდგარმა მაიორმა, პედი როი ბეიტსმა დააარსა 1967 წელს და თავი სილენდის მეფედ გამოაცხადა, თავისი ოჯახი კი - მმართველ დინასტიად. მცხოვრებლები სამეფოს ატრიბუტიკის შექმნითა და განვითარებით არიან დაკავებული: დროშა, ღერბი, ჰიმნი, კონსტიტუცია, თანამდებობები, დიპლომატია და ა.შ. სილენდის პირველი კონსტიტუცია ძალაში 1975 წელს შევიდა. გაჩნდა დროშა და ღერბიც.

პიტკერნის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი: დედამიწის დასალიერი
ძალიან უნდა შეეცადო, ჩქაროსნული ლაინერებისა და თვითმფრინავების ეპოქაში, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან დღე-ღამენახევრის სავალში იმყოფებოდე. პიტკერნი ამ ამოცანას ჯერჯერობით უმკლავდება. წყნარ ოკეანეში ჩაკარგული კუნძულთა ჯგუფი ტურისტული მარშრუტებისგან ძალიან შორს მდებარეობს. თუმცა, ხანდახან რომელიმე თავზეხელაღებულ მოგზაურს მაინც უჩნდება ამ ადგილების სტუმრობის სურვილი.

ლუიზიანა, აშშ: ცხოვრება ჭაობში


ლუიზიანას შტატის სამხრეთით მდებარე მიუვალ და ჭაობიან ადგილებში კაჯუნები ბინადრობენ - ფრანგი გადასახლებულების შთამომავალნი, რომლებიც ცხოვრების საკმაოდ საინტერესო წესს მისდევენ. წელიწადში ერთი თვის განმავლობაში აქ ნიანგებზე ნადირობის სეზონი იხსნება. ამ დროის განმავლობაში მონადირეებს რაც შეიძლება მეტი ნიანგის დაჭერა ევალებათ, ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. კაჯუნების ცხოვრებაზე ტვ-შოუ ”ჭაობის ხალხი” მოგვითხრობს, რომელიც არხზე History გადის.

მსგავსი სიახლეები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: