როგორ მოვიშოროთ ძირმაგარა ერთ დღეში, ხალხური რეცეპტის დახმარებით

როგორ მოვიშოროთ ძირმაგარა ერთ დღეში, ხალხური რეცეპტის დახმარებით
ძირმაგარა მტკივნეული, ჩირქით სავსე კანის საფარის დაავადებაა, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომებით. დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზია ფურუნკულში ბაქტერიების შეღწევა. ძირმაგარას აქვს შემდეგი სიმპტომები: მცირე ზომის ფურუნკულების გაჩენა, კანის სიწითლე და ტკივილი, შეშუპება, ქავილი, ტემპერატურის აწევა, ჭარბი გამონაყარი. მართალია, დღეს აფთიაქებში ათასნაირი მალამო იყიდება ძირმაგარას მოსამწიფებლად, მაგრამ fpaparazzi-ის რედაქცია გასწავლით ერთ შინაურ წამალს, რომელიც ადვილად მზადდება და იაფიც ჯდება.

მომზადება და გამოყენების წესი:
  1. აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და მჭადის ფქვილი რასაც შეიზელს.
  2. ამ მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა, მიიწებეთ ძირმაგარაზე, შეიხვიეთ დოლბანდით და ერთი დღე გაიჩერეთ.
  3. მეორე დღეს ძირმაგარას ადვილად ამოაგდებთ. თუ ბოლომდე ვერ ამოვარდა, კიდევ ერთხელ მიიწებეთ.

ექიმის კომენტარი: რეცეპტის ძირითადი აქტიური კომპონენტი, როგორც ჩანს თაფლია, რომელსაც ძლიერი ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილთა რეგენერაციული თვისებები აქვს, კვერცხის გული და სიმინდის ფქვილი ამ შემთხვევაში ქსოვილებში თაფლის ინფილტრაციას და მისი ფარმაკოლოგიური თვისებების რეალიზაციას უწყობს ხელს. შენიშვნის სახით უნდა ვუთხრათ მკითხველს, რომ თუ ჩირქოვანი წარმონაქმნები (ფურუნკულები, კარბუნკულები, და სხვა) ხშირად უჩნდება, აუცილებლად გაიკეთოს სისხლის ანალიზი შაქარზე.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"