არის თუ არა საკმარისი რაოდენობით იოდი თქვენს ოგანიზმში? საუკეთესო მეთოდი ამის შესამოწმებლად

არის თუ არა საკმარისი რაოდენობით იოდი თქვენს ოგანიზმში? საუკეთესო მეთოდი ამის შესამოწმებლად
ფარისებრი ჯირკვალი - პეპლის ფორმის ორგანო, რომელიც სულ რაღაც 30 გრამამდე იწონის. მიუხედავად ამ ჯირკვლის მცირე ზომებისა, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის. ფარისებრი ჯირკვალი პასუხსიმგებელია ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, ზრდაზე, სხეულის ტემპერატურაზე და ადამიანის განვითარებაზე.

ამ ჯირკვლის კორექტული მუშაობა რეგულირდება ორი უმნიშვნელოვანესი მინერალით: იოდით და მაგნიუმით. იოდი პასუხისმგებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და მის ჯანმრთელობაზე.

არსებობს ერთი ძალიან მარტივი ტესტი, რომელიც გვეხმარება იმის შემოწმებაში, არის თუ არა საკმარისი რაოდენობით იოდი ჩვენს ორგანიზმში.

ჩაალბეთ ბამბა იოდში და წაისვით ის მაჯაზე. იმ შემთხვევაში, თუ ყავისფერი ლაქა 24 საათზე ხანმოკლე დროში გაქრება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი ამ მინერალის დეფიციტს განიცდის. იოდის შემცველი პრეპარატების მიღება არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს ელემენტი საკმარისი რაოდენობითაა ჩვენს ორგანიზმში.

1. უკეთესია ამ ტესტის დილით, შხაპის მიღების შემდეგ ჩატარება.
2. არ აქვს მნიშვნელობა ლაქის ზომას. მთავარია, რომ ის მაჯის საზღვრებს არ გასცდეს.
3. იოდის ნაყენის შეძენას თქვენ შეძლებთ ნებისმიერ აფთიაქში.
4. დააკვირდით ლაქის ფერის ცვლილებას წასმიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

როგორ განვსაზღვროთ ტესტის შედეგები:

საერთო ჯამში, რაც უფრო მალე გაქრება იოდის ლაქა თქვენი მაჯიდან, მით უფრო ესაჭიროება ეს მინერალი თქვენს ორგანიზმს.

1. თუ ლაქა გაღიავდა, თუმცა 24 საათის განმავლობაში არ გაქრა, ესეიგი ყველავერი წესრიგშია.
2. იმ შემთხვევაში, თუ ლაქა თითქმის ან მთლიანად გაქრა 18-24 საათის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ ადგილი აქვს მცირე რაოდენობით იოდის დეფიციტს, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია.
3. ლაქა თითქმის ან მთლიანად გაქრა 6-12 საათის განმავლობაში - თქვენ სერიოზული პრობლემის წინაშე დგახართ. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!

ჩაიტარეთ ეს ტესტი 2 კვირაში ერთხელ, რათა აკონტროლოთ საკუთარ ორგანიზმში იოდის დონე.

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ იოდის დეფიციტი აგვეღნიშნება? სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში, თუ დეფიციტი უმნიშვნელოა, შეცვალეთ უბრალო მარილი იოდიზირებულით.

მიირთვით დიდი რაოდენობით გამომცხვარი კარტოფილი, შავი ქლიავი, მოცვი, კრევეტები და კონსერვირებული თინუსი.

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და არ დაგავიწყდეთ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!