''ჩინური დიეტა, რომელიც 6 კვირაში სიმსივნის დამარცხებაში დამეხმარა'' - ჯეინ პლანტი.

''ჩინური დიეტა, რომელიც 6 კვირაში სიმსივნის დამარცხებაში დამეხმარა'' - ჯეინ პლანტი.
ჯეინ პლანტი - გეოქიმიის პროფესორი ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან, რომელსაც 42 წლის ასაკში სარძევე ჯირკლვების სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონს სიმსივნე მეხუთეჯერ დაუბრუნდა, ექიმებმა მას მხოლოდ 2 თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს.

სამი შვილის დედა საკუთარ თავს სიკვდილის უფლებას ვერ აძლევდა და მან თავის გადასარჩენად ალტერნატიული მეთოდების ძებნა დაიწყო. ჯეინმა დახმარებისთვის არატრადიციულ მედიცინას მიმართა...

ჯეინი და მისი ქმარი სრულიად შემთხვევით ძალზედ საინტერესო სტატისტიკას წააწყდნენ: ჩინეთში სარძევე ჯირკვლების სიმსივნით დაავადებული ადამიანების რიცხვი ჯერადად ნაკლებია შეერთებულ შტატებში ამ დაავადებით შემპყრობილი ადამიანების რიცხვზე. ამ ფენომენალური მოვლენის შესწავლის დროს ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ მსგავსი სტატისტიკური სხვაობა ორ ქვეყანას შორის განსხვავებული კვების რაციონით იყო განპირობებული.

სწორედ ამიტომ, ჯეინმა რადიკალურად შეცვალა საკუთარი კვების რაციონი.

დიეტის ძირითადი პრინციპები:
  • ცხოველური ცილების დაბალი შემცველობა.
  • უარის თქმა რძის პროდუქტებზე.
  • კვების რაციონის გამდიდრება ხილით.
  • საუზმე, სადილი და ვახშამი აუცილებლად უნდა შედგებოდეს ბოსტნეული სალათისგან.
  • კვების რაციონში თხილეულისა და ლობიოს ჩართვა.

კვების რაციონის შეცვლიდან 6 კვირის შემდეგ ჯეინმა აღმოაჩინა, რომ სიმსივნური წამონაზარდი ნელ-ნელა ქრებოდა.

ექიმების თქმით ამ პრობლემიდან გამოსავალი არ არსებობდა, თუმცა საშინელი დიაგნოზის დასმიდან დღემდე 6 წელი გავიდა და ჯეინი მშვენივრად გრძნობს თავს.