3 ინგრედიენტიანი ჩაი, რომელიც 7 დღეში წელის გარშემოწერილობას 3-8 სანტიმეტრით შეგიმცირებთ.

3 ინგრედიენტიანი ჩაი, რომელიც 7 დღეში წელის გარშემოწერილობას 3-8 სანტიმეტრით შეგიმცირებთ.
დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია შემოგთავაზებთ სამი უძლიერესი ინგრედიენტისგან შემდგარი ჩაის მომზადების რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ წონის კლების პროცესის დაჩქარებაში და წელის გარშემოწერილობის შემცირებაში.

როგორც გითხარით, თქვენ მხოლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ, რომელიც შესაძლოა უკვე მოგეპოვებათ სამზარეულოში. ამ ჩაის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ. უბრალოდ მიჰყევით ამ მარტივ ინსტრუქციას: აადუღეთ 800 მილილიტრი წყალი და გადმოდგით ცეცხლიდან. ჩაამატეთ მასში დარიჩინის 1 ჩხირი, დაფნის 3 ფოთოლი და 1 სუფრის კოვზი მწვანე ჩაი. მიღებული საშუალება დააყოვნეთ 15 წუთით და შემდეგ გაფილტრეთ.

მიირთვით ეს სასმელი დღეში 3-ჯერ. მნიშვნელოვანია, რომ პირველი პორცია მიირთვათ დილით, მშიერ კუჭზე. თქვენ ყოველ ჯერზე მოგიწევთ ამ საშუალების ხელთავიდან მომზადება. როგორ უკვე გითხარით, ხანმოკლე დროში მიღებული შედეგებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. ეს სასმელი განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი პრობლემური ზონებისთვის, როგორიც წელი და დუნდულებია.

ცნობისთვის, ადამიანებმა, რომლებმაც ეს საშუალება საკუთარ თავზე გამოცადეს, ძალიან კმაყოფილები არიან!