რამდენი ხანი სჭირდება პროდუქტებს გადასამუშავებლად. ეს ცხრილი კედელზე უნდა გააკრათ!

დაფიქრებულხართ ოდესმე, თუ რამდენი ხანი სჭირდება სხვადასხვა პროდუქტებს გადასამუშავებლად? ეს ინფორმაცია ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის!

ექიმები გვირჩევენ, რომ არ შევურიოთ ერთმანეთში ისეთი საკვები, რომელთა მონელების დრო განსხვავებულია. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს სიმძიმის განცდას მუცლის არეში, წიდების ჩამოყალიბებას და ხრწნის პროცესს.

ცხრილი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, დაგეხმარებათ სწორი კვების რაციონის შედგენაში. ამის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, თუ რამდენ ხანში დაცარიელდება თქვენი კუჭი კონკრეტული საკვების მირთმევის შემდეგ და როდის იქნება უკეთესი საკვების ახალი ულუფის მიღება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ დაძინებამდე 4 საათით ადრე არ არის რეკომედირებული ჭამა, რათა თქვენმა კუჭმა მოასწროს დასვენება.

სხვადასხვა პროდუქტების გადამუშავების დრო:

წყალი - მომენტალურად ხვდება მსხვილ ნაწლავში.
ხილის წვენი - 15-20 წუთი.
ბოსტნეულის წვენი - 15-20 წუთი.
ბოსტნეულის ბულიონი - 15-20 წუთი.
კენკრა და ხილი, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს - 20 წუთი.
ფორთოხალი, ყურძენი, გრეიფრუტი - 30 წუთი.
ნედლი ბოსტნეული და ბოსტნეულის სალათები - 30-40 წუთი.
მოხარშული ბოსტნეული - 40 წუთი.
ვაშლი, მსხალი, ატამი, ალუბალი - 40 წუთი.
კვერცხი - 45 წუთი.
სხვადასხვა სახეობის კომბოსტო და სიმინდი - 45 წუთი.
სტაფილო, თალგამი - 50 წუთი.
ბოსტნეულის სალათი მცენარეუი ზეთით - 1 სთ.
ბოსტნეული, რომელიც შეიცავს სახამებელს (კარტოფილი, ტომინამბური) - 1,5-2 სთ.
ბრინჯის, წიწიბურის და შვრიის ფაფები - 2 სთ.
ლობიო - 2 სთ.
რძის პროდუქტები - 2 სთ.
ფრინველის ხორცი - 2,5-3 სთ.
მზესუმზირისა და გოგრის თესლები - 3 სთ.
თხილეული - 3 სთ.
საქონლის ხორცი - 4 სთ.
ცხვრის ხორცი - 4 სთ.
ღორის ხორცი - 5,5-6 სთ.

კვების რაციონის შედგენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ პროდუქტების გადამუშავების დრო, რათა თავიდან აირიდოთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები.

არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა