მიირთვით 1 ჭიქა ეს სასმელი ყოველ დილით და ბრტყელი მუცელი გარანტირებულ იგაქვთ!

მიირთვით 1 ჭიქა ეს სასმელი ყოველ დილით და ბრტყელი მუცელი გარანტირებულ იგაქვთ!
ამ სასმელმა ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო, როგორც კი მის რეცეპტში შესანიშნავი პროდუქტების ჩამონათვალი ვიხილე! აიურვედას* თანახმად, ტკბილი ხილისა და მწვანილების კომბინაცია იძლევა საშუალებას, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ამ კოქტეილის მშიერ კუჭზე მირთმევით თქვენ შეძლებთ მეტაბოლიზმის დაჩქარებას და ეს ეფექტი მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.

*აიურვედა - უძველესი მოძღვრება, რომელიც ჯანსაღი, დაბალანსებული ცხოვრების წესს გვასწავლის, მოგვიწოდებს სიმშვიდისკენ და ბედნიერებისკენ.

ამ კოქტეილის მომზადება ძალზედ მარტივადაა შესაძლებელი: ყველაფერი, რაც თქვენ დაგჭირდებათ, ბლენდერი და რამდენიმე ნატურალური ინგრედიენტია. სასმელი, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ, ძალზედ პოპულარულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც მისი არომატული გემოთი და ეფექტურობითაა განპირობებული.

კოქტეილი, რომელიც გახდომის პროცესს ჯერადად აჩქარებს

ინგრედიენტები:
  • 300 გ ისპანახი;
  • ნიახურის 3 ღერო;
  • 1 ბანანი;
  • 1 ვაშლი;
  • 1 მსხალი;
  • 0,5 ჭიქა წყალი;

მომზადების წესი:

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და კარგად გადაურიეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ჩაამატოთ კოქტეილში 1 მწიკვი დარიჩინი ან 1 მწიკვი ჯანჯაფილის ფხვნილი.

ცხიმოვანი ფენების წარმოქმნა მუცლისა და გვერდების არეზე ხშირ შემთხვევაში შენელებული მეტაბოლიზმითაა განპირობებული. ეს ცხიმმწველი კოქტეილი დაგეხმარებათ ამ სიტუაციის გამოსწორებაში! მიუხედავად იმისა, რომ ბანანი, ვაშლი და მსხალი საკმაოდ მაღალკალორიული ხილია და ისინი ჭარბი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს, ეს პროდუქტები აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც საკვანძო მომენტია წონის კლების პროცესისთვის. მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილით და მთელი თქვენი ორგანიზმი საათივით იმუშავებს!