ვუმკურნალოთ გრიპს ხალხური მედიცინის აღმოსავლური მეთოდებით

ვუმკურნალოთ გრიპს ხალხური  მედიცინის  აღმოსავლური  მეთოდებით
გრიპი - სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი Orthomyxoviridae ოჯახიდან. პერიოდულად ვრცელდება როგორც ენდემია და პანდემია.არსებობს გრიპისვირუსის 3 ტიპი: A, B და C. სამივე ტიპის ვირუსს შეუძლია დააინფიციროს ადამიანი, მაგრამ B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.
A ტიპის გრიპი იყოფა სხვადასხვა ქვეტიპებად, რომლებიც ასნებოვნებენ როგორც ადამიანს, ასევე სხვადასხვა ხერხემლიან ცხოველებს: ფრინველებს, ღორებს, ცხენებს ვეშაპებს, სელაპებს და სხვა. დროდადრო გრიპის ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ადგილი აქვს სახეობის შიგნით ინფექციის აფეთქებას, პანდემიის განვითარებას და ლეტალობას. მუტანტი შტამების წარმოქმნისას, გრიპის ვირუსი იძენს სხვა სახეობის ორგანიზმებში გავრცელების უნარს. უკნასკნელ დეკადაში ამის მაგალითი იყო ფრინველის გრიპის და ღორის გრიპის ეპიდემიური გავრცელება ადამიანებში.

FPAPARAZZI- ს რედაქციამ თქვენთვის მოიძია გრიპის სამკურნალო სამი საინტერესო რეცეპტი "ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები"-დან, რომელიც თქვენს სწრაფ გამოჯანმრთელებას უზრუნვეყოფს.
  1. ალოე. გრიპისა და სურდოს დროს ცხვირის ნესტოში იწვეთებენ ოთხ-ოთხ წვეთს ალოეს წვენს ხუთჯერ დღეში. თავი უკან კარგად უნდა გადავწიოთ, რომ წვეთი ღრმად ჩავიდეს ცხვირხახაში.
  2. ქვაპურა. გამოიყენება მთლიანად. ბალახი და ფესვები. გრიპისა და მაღალი ტემპერატურის დროს სვამენ ქვაპურას და ძირტკბილას ფესვების ნახარშებს. სუფრის კოვზ ნარევს 1:1 ასხამენ 300 მ/ლ ტკბილ ანადუღარ წყალს. აყოვნებენ 15 წუთს. მიიღებენ დღეში ორ-სამჯერ თბილ მდგომარეობაში. იგი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და თავის ტკივილის შეგრძნება გვაქვს.
  3. ევკალიპტი. გრიპის დროს კარგია ევკალიპტის ფოთლების სპირტიანი ნაყენის მიღება, 20 გრამ დაქუცმაცებულ ევკალიპტის ფოთლებს დავასხათ 100 გრამი სპირტი, დავაცოთ თავი და გავაჩეროთ 7-8 დღე. გავწუროთ და მივიღოთ 20-25 წვეთი ¼ ჭიქა წყალში გახსნილი.


ვუმკურნალოთ გრიპს ხალხური მედიცინის აღმოსავლური მეთოდებით
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები