ასთმის განკურნება ხალხური რეცეპტით ძალიან მარტივია! ეფექტური საშუალებაა

ასთმის განკურნება ხალხური რეცეპტით ძალიან მარტივია! ეფექტური საშუალებაა
როდესაც ასთმა გაქვთ, თქვენი სასუნთქი გზები შევიწროებული და შეშუპებულია. ადგილი აქვს ლორწოს ჭარბ წარმოქმნას და სუთქვა გაძნელებულია. ასთმის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ხველა, ხმაურიანი სუნთქვა და სუნთქვის გაძნელება. ზოგიერთი ადამიანისთვის ასთმის სიმპტომები უმნიშვნელოა, ზოგისთვის კი დიდი პრობლემაა, რომელიც ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ ასთმის სამკურნალო ხალხურ რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრონქიალური ასთმის ან ასთმის დროს.

ინგრედიენტები:
  • ჭაობის იელი ბალახი - 10 გრამი.
  • ვირისტერფას ფოთლები - 10 გრამი.
  • სამფერა ია - 10 გრამი.
  • გვირილას ყვავილი - 10 გრამი.
  • ძირტკბილას ფესვები - 10 გრამი.
  • კულმუხოს ძირები - 10 გრამი.
  • ანისულის ნაყოფი - 10 გრამი.
  • პიტნა ბალახი - 10 გრამი.
  • მრავალძარღვას ფოთლები - 10 გრამი.


მომზადების წესი:
ავიღოთ ზემოთ ჩამოთვლილ მცენარეთა ნარევის 10გრ. მოვათავსოთ ემალის ჭურჭელში. დავასხათ 200 მლ. ადუღებული წყალი და ვადუღოთ წყლის აბაზანაზე 15 წუთს. რის შემდეგ გავაციოთ 45 წუთს. შევავსოთ აორთქლებული წყლის რაოდენობა მდუღარე წყლით 200-მლ ლიტრამდე და დავლიოთ.
გამოყენების წესი:
მივიღოთ 1/3-1/4 ჭიქა ნაყენი ჭამის წინ ბრონქიალური ასთმის ან ასთმის დროს.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები