როგორ ვუმკურნალოთ კოლიტს სახლის პირობებში - ხალხური რეცეპტებით

როგორ ვუმკურნალოთ კოლიტს სახლის პირობებში - ხალხური რეცეპტებით
კოლიტი სიტყვასიტყვით მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთი სეგმენტის – კოლინჯის ანთებას ნიშნავს. ყაბზობა ან დიარეა (ფაღარათი) ძალიან ხშირად ამ ანთებითი პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმა შეიძლება.
დავიწყოთ იმით რომ დიარეას უმეტესად მწვავე პროცესი იწვევს. მაგალითად, ვირუსული, ბაქტერიული თუ პარაზიტული აგენტით განპირობებული მწვავე ენტეროკოლიტი (ნაწლავთა მწვავე ანთებითი დაავადება), ან მათივე შხამებით დაბინძურებული საკვები (კვებითი ტოქსიკოინფექცია). დროული მკურნალობის შემთხვევაში, ზოგჯერ კი ყოველგვარი ჩარევის გარეშეც, პათოლოგიური პროცესი უკვალოდ გაივლის.

  1. ქრონიკული კოლიტებისა და ყაბზობის დროს გამოიყენება შემდეგი რეცეპტი: 150 გრ. ალოეს ფოთლებს აქუცმაცებენ და ასხამენ 300 გრ. ცხელ (ადუღებამდე მიყვანილ) თაფლს და აყენებენ დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ წურავენ, ათბობენ და სვამენ დილით 5-10 გრამს ჭამამდე 1 საათით ადრე. უნდა გვახსოვდეს, რომ ალოეს წვენის გამოყენება აკრძალულია ორსულობის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადების, ბუასილის ცისტიტის დროს.


  2. კოლიტების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს სასარგებლოა შემდეგი ნაყენი: ასისთავა - 1 ჩაის კოვზი, სალბი - 1 ჩაის კოვზი, გვირილა - 1 ჩაის კოვზი. ნარევი მოვხარშოთ ერთ ჭიქა წყალში. დავახუროთ ლამბაქი და გავაცივოთ. გამწვავებისას მივიღოთ ერთი სადილის კოვზი 5-7 ჯერ დღეში.


  3. კოლიტის მდგომარეობას ამსუბუქებს ვაშლის კომპოტი ლიმნით. მის მოსამზადებლად 4 კანიან ნაჭრებად დაჭრილ ვაშლს დაასხით 1-1,5 ლიტრი წყალი და ადუღეთ დაახლოებით 15 წუთი, შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ლიმნის წვენი და თაფლი გემოვნებით. იღებენ თბილს, დღეში 2-3 ჭიქის ოდენობით. ასეთი ნახარში შეგვიძლია მივიღოთ 1-2 წლის განმავლობაში.


    • კოლიტების, ენტეროკოლიტების, ბუასილის დროს: მიიღეთ ჩვეულებრივი ღოლოს ფოთლების ნახარში. მის მოსამზადებლად: 5 გრ (2 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ღოლოს ფესვები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის კოვზი) ცხელი ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ, შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (200 მლ), შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 2-3 ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამის წინ, ხოლო ½ ჭიქა ძილის წინ როგორც საფაღარათო საშუალება.


    • 1 ჩაის ჭიქა მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი აადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ანადუღარი, გაცივებული წყალი. მიიღეთ უზმოზე.

    • 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ ცივ წყალს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი მაწონი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის და მზესუმზირის ზეთი, მიიღეთ უზმოზე.

    • გაიკეთეთ ოყნა. 300 გრ. თბილ რძეში გახსენით 30 გრ. ერბო. დღეში ერთხელ, კურსი 3-5 ოყნა.

    • მიიღეთ ალოეს წვენი დღეში 3 ჯერ სუფრის კოვზით. 2 ჯერ დღეში დალიეთ შრატი (ყველის) მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.


  4. ენტეროკოლიტის სამკურნალოდ: 5 გრ. ასფურცელას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ გაავცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გაწურეთ და მიღებული მასა შეავსეთ საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 5-6 ჯერ დღეში.
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს: ასეთივე ნაყენი მიიღეთ 1/3-1/2 ჭიქა 2-3 ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინა