კბილის ქვა შეგიძლიათ ''ჩამორეცხოთ'' დამოუკიდებლად სახლის პირობებში!

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებს! როგორც წესი, ჩვენ გვერიდება ერთმანეთთან სტომატოლოგიურ პრობლემებზე საუბარი და მათ საიდუმლოდ ვინახავთ... სამწუხაროდ, დღეში 2-ჯერ კბილების გამოხეხვა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ.

მინერალური ნადები კბილებზე, რომელსაც კბილის ქვის სახელწოდებით ვიცნობთ, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლისგანაც უამრავი ადამიანი იტანჯება. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

რეცეპტი, რომელიც კბილის ქვის წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება:

თქვენ დაგჭირდებათ:
  • კბილის ჯაგრისი;
  • საკვები სოდა;
  • მარილი;
  • წყალი;
  • პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები სითხე;

როგორ მოვიქცეთ:

1. შეურიეთ ერთმანეთში 1/2 ჩ.კ მარილი და 1 ჩ.კ საკვები სოდა;

2. დაასველეთ კბილის ჯაგრისი თბილი წყლით და ჩაუშვით ის თქვენ მიერ დამზადებულ მარილისა და სოდის ნარევში.

3. გაიხეხეთ კბილები ამ ნარევით 5 წუთის განმავლობაში.

4. გამოივლეთ პირის ღრუში ანტისეპტიკური სავლები სითხე რამდენჯერმე.

5. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად იქამდე, სანამ კბილის ქვას მთლიანად არ მოიშორებთ.

იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ მომავალში კბილის ქვის გაჩენა, შეიზილეთ კბილებზე ხილი ან ბოსტნეული, რომელიც C ვიტამინითაა გამდიდრებული (პროდუქტი არ უნდა იყოს ზედმეტად მჟავე). მარწყვი და პომიდორი იდეალური ვარიანტია!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: