47 წლის ჯენიფერ ენისტონი საკუთარი იდეალური ფორმების საიდუმლოს გვიზიარებს!



ჯენიფერ ენისტონი უკვე 47 წლისაა, თუმცა მისი მოქნილი სხეულის, ლამაზი ფორმებისა და ელასტიური კანის 20 წლის გოგონებს შურთ!

47 წლის ჯენიფერ ენისტონი საკუთარი იდეალური ფორმების საიდუმლოს გვიზიარებს!

მსახიობი არ ასაიდუმლოებს იმ ფაქტს, თუ რა ეხმარება მას იდეალური წონის შენარჩუნებაში და სიხარულით გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც მისი სილამაზის წინაპირობაა.

47 წლის ჯენიფერ ენისტონი საკუთარი იდეალური ფორმების საიდუმლოს გვიზიარებს!

იდეალური ფორმების შენარჩუნებაში ჯენიფერს იოგა ეხმარება, რომლითაც ის უკვე 20 წელზე მეტია დაკავებულია. კვირაში 3 დღიანი ვარჯიშები, რომელთა ხანგრძლივობა 60 დან 90 წუთამდე მერყეობს, ქალბატონის იდეალური პარამეტრების საიდუმლოა.

47 წლის ჯენიფერ ენისტონი საკუთარი იდეალური ფორმების საიდუმლოს გვიზიარებს!

ჯენიფერი ირწმუნება, რომ იოგა გადამწყვეტ როლს თამაშობს მისი ფიზიკურობისა და ფსიქოემოციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ''სტრესისგან განსათავისუფლებელი ჩემი საიდუმლო - ვარჯიშები! იოგა რომ არ არსებობდეს, მე თავად გამოვიგონებდი მას.'' - ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავი.

კანის ტონუსის შენარჩუნებაში მსახიობს დილის მარტივი რიტუალი ეხმარება: გამწმენდი რბილი საშუალებები, დამატენიანებელი კრემი და ერთი ჭიქა თბილი ლიმონიანი წყალი უზმოზე. საუზმობისას ჯენიფერი უპირატესობას ავოკადოსგან, კვერცხისგან და ქოქოსის ზეთისგან ან შვრიისგან და ბანანისგან მომზადებულ ფაფებს ანიჭებს უპირატესობას. რაც შეეხება სადილს, ის აუცილებლად უნდა გამდიდრებული იყოს ბოსტნეულითა და ცილოვანი პროდუქტებით.

47 წლის ჯენიფერ ენისტონი საკუთარი იდეალური ფორმების საიდუმლოს გვიზიარებს!

ქალბატონის თქმით, მისი სუსტი წერტილი იტეალური სამზარეულოა და ის რეგულარულად თავს განტვირთვის დღეს უნიშნავს. იმ შემთხვევაში, თუ მსახიობმა ზედმეტი კილოგრამები შენიშნა, ის დაუყონებლივ გადადის დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე და საკუთარ დღის რეჟიმში რთავს კარდიო და ძალისხმიერ ვარჯიშებს.

47 წლის ჯენიფერ ენისტონი საკუთარი იდეალური ფორმების საიდუმლოს გვიზიარებს!

ჯენიფერ ენისტონის თქმით, ოპტიმიზმი, ცხოვრების აქტიური სტილი და საკუთარ თავზე მუშაობა ყველაფერია, რაც 47 წლის ასაკში მას იდეალური ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება!