ფიჭვის თაფლი- საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად!

ფიჭვის თაფლი-  საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად!
ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით ფიჭვის კვირტის სასარგებლო თვისებებისა და მათგან თაფლის მომზადების შესახებ. ფიჭვი საკმაოდ გავრცელებული წიწვოვანი მცენარეა, ამიტომ მისი ნაყოფით თაფლის მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს. ფიჭვის წიწვისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება შინაგანი მიღებისთვის და ასევე სამკურნალო აბაზანებისათვის, როგორც გამწმენდი და ზოგადად გამაჯანსაღებელი საშუალება, ის ასევე გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების (კანის, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის) დაავადებების სამკურნალოდ.

ხველის, ანგინის, გაცივების სამკურნალო ეს უნიკალური საშუალება ნებისმიერ სააფთიაქო სიროფზე უკეთესია! მისი უჩვეული გემო და არომატი - გაზაფხულის სუნთქვაა, "მწვანე აფთიაქის" შეუფასებელი საჩუქარი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად!

ფიჭვის თაფლის შეუფასებელი სარგებელი
ფიჭვის ახალგაზრდა კვირტები შეიცავს დიდი რაოდენობით ფისებს, ტანინებს, ეთერზეთებს, ფასეულ მინერალებსა და ვიტამინებს. ამ კვირტებისგან მომზადებულ თაფლს მიირთმევენ:
  • ხველის დროს, ფილტვებისა და ბრონხების დაავადების დროს (1-2 ჩაის კოვზის ოდენობით ცხელ სასმელთან ერთად).
  • ეს შესანიშნავი საშუალებაა ავიტამინოზისას (5-6 სუფრის კოვზი თაფლი დღეში, 2 კვირის განმავლობაში).
  • გარდა ამისა, ფიჭვის თაფლი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისათვის, ეს შესანიშნავი საშუალებაა სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ გამოსაყენებლად, ეფექტური ხალხური წამალია იმუნიტეტის გასამყარებლად და თქვენი ორგანოების დაცვის გასაძლიერებლად.


ძველ სამკურნალო წიგნებში შესაძლებელია მოიძიოთ ფიჭვის თაფლის მომზადების ორი მეთოდი:
რეცეპტი 1 - ახალშეგროვებული კვირტები (1კგ) დაფქვით, დაასხით წყალი (3ლ) და ადუღეთ ემალის ქვაბში ნახევარი საათი. შემდეგ გაფილტრეთ მიღებული ნახარში და დაუმატეთ შაქარი (3კგ), კვლავ მიიყვანეთ დუღილის მდგომარეობამდე და გადაასხით მომზადებულ (სტერილიზებულ) შუშის ქილებში.

რეცეპტი 2-

ერთ პორცია ფიჭვის კვირტებზე იღებენ ორ პორცია წყალს. 20 წუთის განმავლობაში გირჩებს ადუღებენ ამ წყალში და შემდეგ დააყენებენ 2-3 საათით. ამის შემდეგ გაფილტრავენ ნაყენს, კარგად გამოწურავენ და დაუმატებენ 2 პორცია შაქარს. მიღებულ ნაზავს დგავენ ცეცხლზე და ხელახლა ხარშავენ მორევით ადუღებამდე. მომზადებულ თაფლს ასხავენ შუშის ქილებში და ინახავენ მარანში ან მაცივარში.


ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ სიროფი ნაძვის ახალგაზრდა ტოტებით (ნაზი-მწვანე კვირტებით)
  1. 1 კგ ნაძვის ტოტები და 1კგ შაქარი
  2. დაყარეთ ფენებად შუშის ჭურჭელში.
  3. დააყენეთ 3-4 კვირა
  4. წარმოქმნილი სიროფი მიიღეთ 5-6 ჯერ დღეში ჩაის კოვზით.

ფიჭვის კვირტები ეს ახალგაზრდა გირჩებია. ყველაზე კარგი დრო მის შესაგროვებლად ადრეული გაზაფხულია, თოვლის დნობის პერიოდში, მაშნ როდესაც კვირტები გაჯერებულია და ზრდას იწყებენ, მაგრამ ჯერ არ გაშლილან. ფიჭვის კვირტები წელიწადის ამ დროს ფისიანია, მწვანეა, არომატულია და დაგროვებულია ქვს ყველა საჭირო აქტიური და სასარგებლოდ მოქმედი ნივთიერება.