ამოირჩიეთ ხე, რომელიც ვიზუალურად ყველაზე მეტად გიზიდავთ. შედეგებით გაოცდებით.

ამოირჩიეთ ხე, რომელიც ვიზუალურად ყველაზე მეტად გიზიდავთ. შედეგებით გაოცდებით.
ბრიტანულმა კორპორაციამ ''Magic Circle'', რომელიც მოიცავს 5 წამყვან იურიდიულ კომპანიას, გადაწყვიტა ექსპრეს-ტესტის შემუშავება სპეციალურად ახალი თანამშრომლების ხასიათის ძლიერი მხარეების განსაზღვრისთვის. ამ კორპორაციის დაკვეთით მსოფლიოს წამყვანმა ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს საინტერესო მეთოდი ადამიანის მთავარი პროფესიული უნარ-ჩვევების გამოსაკვეთად. უბრალოდ დააკვირდით სურათს და ამოირჩიეთ ხე, რომელიც ვიზუალურად ყველაზე მეტად გიზიდავთ.

ხე № 1
თქვენ ყოველთვის და ყველაფერში მიისწრაფვით პირველობისკენ. საკუთარი მიზნის მისაღწევათ თავს არ ზოგავთ და უამრავ მსხვერპლზე მიდიხართ. ხშირ შემთხვევაში თქვენ არა ფინანსური სარგებლისთვის, არამედ საკუთარი ახალი, ინოვაციური იდეებისთვის მუშაობთ. თქვენ ზედმეტად მომთხოვნი ხართ როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების მიმართ. ყოველივე ამის პარალელურად, ვერავინ იტყვის, რომ თქვენ ეგოისტი ხართ, რადგან ყოველთვის სიამოვნებით უზიარებთ კოლეგებს პროფესიულ საიდუმლოებებს.

ხე № 2
თქვენთვის პირველ ადგილზე ფინანსური კეთილდღეობა დგას. მაღალი ანაზღაურებისთვის მზად ხართ უარი თქვათ სამსახურში კომფორტულ პირობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. საკუთარი კოლეგები აღგიქვამენ როგორც მკაცრ, თუმცა სამართლიან ადამიანს. თანამშრომლებს ურჩევნიათ თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა, რადგან თქვენ მათ ყოველთვის მკაფიო მიზნებს უსახავთ.

ხე № 3
თქვენი გამოკვეთილი თვისება - კომუნიკაბელურობა. მარტივად ნახულოთ საერთო ენას როგორც კლიენტებთან, ასევე საკუთარ კოლეგებთან. თქვენთვის სასიამოვნოა დიდ კოლექტივში მუშაობა, სადაც თქვენ კომპანიის ''სულად და გულად'' ითვლებით.

ხე № 4
პირველ რიგში, თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ბრძანდებით. ახალი, ინოვაციური იდეების ნამდვილი გენერატორი ხართ, რის გამოც კოლეგები ძალიან გაფასებენ. ყოველივე ამის პარალელურად, ყოველთვის სრულყოფილებისკენ მიისწრაფვით. უდიდეს სიამოვნებას ღებულობთ, როდესაც სხვა ადამიანები საკუთარ იდეებსა და გამოცდილებას გიზიარებენ.

ხე № 5
თქვენი მთავარი თვისება, რომელიც ყველაზე რთული დავალებებისთვის თავის გართმევაში გეხმარებათ, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარია. ძალიან რთულია თქვენნაირი ადამიანის მწყობრიდან გამოყვანა, რის გამოც სანატრელი თანამშრომელი ხართ!

ხე № 6
კოლეგები ყოველთვის გახასიათებენ, როგორც პასუხიმგებლობის დიდი შეგრძნების მქონე ადამიანს. არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე თქვენთან ერთად კოლექტივში მუშაობა, რადგან ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმესთვის იმედები გაგეცრუებინოთ. თქვენ ზრუნავთ საკუთარ კოლეგებზე და ყოველთვის მზად ხართ მათთვის დახმარების ხელის გასაწოდებლად.

ხე № 7
თქვენ წარმოუდგენელ ქარიზმას ფლობს, რომელიც ენთუზიაზმთან ერთად საკუთარი მიზნების მიღწევაში გეხმარებათ. კოლეგები გიცნობენ როგორც ადამიანს, რომელიც არასდროს ნებდება, რის გამოც ძალიან გაფასებენ.

ხე № 8
თქვენ ინტელექტუალური ადამიანი ბრძანდებით. არ არსებობს ისეთი თავსატეხი, რომელსაც პასუხს ვერ მოუძებნით. კოლეგები ყოველთვის სიხარულით მოდიან თქვენთან რჩევის საკითხავად. სინამდვილეში, თქვენ არ გიყვართ ფიზიკური შრომა და ანიჭებთ უპირატესობას სასურველი შედეგის გონებრივი ძალისხმევით მიღწევას.

ხე № 9
თქვენ ზედმეტად ცნობისმოყვარე ადამიანი ბრძანდებით და არასდროს უშინდებით გამოწვევებს. ამ თვისებების წყალობით თქვენ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი კოლეგა, თუნდაც ის სხვა პროფესიის იყოს. სწორედ თქვენი უნივერსალურობა გეხმარებათ წარმატებების მიღწევაში!

ფსიქოლოგია - გასაოცარი რამ! უბრალოდ გასაოცარია, თუ რამდენი რამის მოთხრობა შეძლია თქვენზე უბრალო ნახატს.