უახლესი კვლევები გვიჩვენებენ თუ რა ასაკშია მართებული პირველი შვილის გაჩენა - გაოცდებით!

უახლესი კვლევები გვიჩვენებენ თუ რა ასაკშია მართებული პირველი შვილის გაჩენა - გაოცდებით!
ქალბატონები, რომლებმაც პირველი შვილი 25 წელზე უფროს ასაკში გააჩინეს, ასაკში თავს უფრო ჯანმრთელად გრძნობენ ვიდრე ისინი ვინც დედა უფრო ადრეულ ასაკში გახდა. სწორედ ასეთ მონაცემებს აქვეყნებს ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტი, კვლევებზე დაყრდნობით. რომელთა ნაშრომი გამოქვეყნებული ჟურნალში Journal of Health and Social Behavior.

მეცნიერებმა გაანალიზეს მონაცემები, რომელიც 3348 აშშ-ში 1960-х წლებში დაბადებულ ქალბატონებს ეხებოდა. ყველა მათგანი 1979 დან 2008 წლამდე ყოველწლიურად ან წელიწადში ორჯერ გადიოდენ გასაუბრებას სხვადასხვა ტემებზე. მათ შორის ეს ქალბატონები თავადაც ახდენდენ საკუთარი ჯანმრთელობის შეფასებას შკალით ცუდიდან-შესანიშნავამდე. კვლევებმა მონაწილეები 3 ჯგუფად დაყო: ქალები რომლებმაც პირველი შვილი თინეიჯერობის ასაკში გააჩინა (15 დან 19 წლამდე), ახალგაზრდულ ასაკში (20 დან 24 წლამდე) და უფრო მოზრდილ ასაკში (25 დან 35 წლამდე).

ანალიზის შედეგებმა აჩვენეს, რომ ქალბატონები რომლებიც დედები უფრო მოწიფულ ასაკში გახდენ, 40 წლის ასაკში თავს უფრო კარგად გრძნობდენ ვიდრე გამოკითხულები სხვა ჯგუფებიდან. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ იმ ქალბატონებს შორის ვინც პირველი ბავშვი თინეიჯერობის ასაკში გააჩინა და მათ შორის ვინც ეს საქმე 20-24 წლის ასაკისთვის გადადო არავითარი არსებითი განსხვავება 40 წლის ასაკში ჯანმრთელობის მხრივ არ არის.
"როგორც წესი საუბარი მიდის მოზარდობის ასაკში ორსულობაზე, მაგრამ აქამდე არასდროს დასმულა კითხვა იმის შესახებ, რომ რა ემართებათ იმ მოზარდებს ვინც პირველი შვილის გაჩენას 20-24 წლის ასაკამდე ელოდება - აღნიშნავს კვლევების ავტორი კრისტი უილიამსი (Kristi Williams) - იგულისხმება ხოლმე, რომ უმჯობესია არ აჩქარდენ და ცოტა მოითმინონ. მაგრამ როდესაც საქმე დედის ჯანმრთელობას ეხება, აღმოჩნდა, რომ ეს ყოველთვის მართებული არ არის."



ადრე მზგავსი კვლევა ჩატარდა ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიერ. ისინი მივიდენ დასკვნამდე, რომ ქალბატონები რომლებმაც პირველი შვილი 33 წლის ასაკში გააჩინეს მეტი შანსი აქვთ იცხოვრონ 95 წლამდე, ვიდრე მათ რომლებმაც შვილი 29 წლამდე ასაკში გააჩინეს.