მხოლოდ 50 მლ ეს სასმელი საკმარისია სისხლძარღვების გასაწმენდად და ინსულტის ასარიდებლად!

მხოლოდ 50 მლ ეს სასმელი საკმარისია სისხლძარღვების გასაწმენდად და ინსულტის ასარიდებლად!
დროთა განმავლობაში ჩვენი სისხლძარღვები კარგავს მოქნილობას, ელასტიურობას და მათ კედლებზე წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ბალთები. სისხლძარღვების მსგავსმა დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი თავის ტკივილები, მომატებული წნევა, ინფაქტი და ინსულტიც კი.

არსებობს უამრავი საშუალება სპეციალურად სისხლძარღვებას გასაწმენდად, თუმცა მეთოდი, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია შემოგთავაზებთ, ყველაზე ეფექტურია! ძალიან კარგია, როდესაც ბუნება გვაძლევს ყველაფერს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო!

სისხლძარღვების გაწმენდა ნივრისა და ლიმონის დახმარებით

ნივრის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება - უნარი იმისა, რომ ხელი შეუშალოს ათეროსკლეროზის განვითარებას. ეს უნიკალური პროდუქტი არა მხოლოდ რთავს ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის შემცირების მექანიზმს, არამედ გვეხმარება მიღებული შედეგის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაში.

რაც შეეხება ლიმონს, ის შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს, ეთერზეთებს, პექტინებს, ორგანულ მჟავებს და ფლავანოიდებს, რომელთაც არაჩვეულებრივი გავლენა აქვს ჩვენი სისხლძარღვების მდგომარეობაზე.

ინგრედიენტები:
  • 6 ლიმონი;
  • ნივრის 30 კბილი;
  • 1 ლ წყალი;

მომზადება:
  1. გარეცხეთ ლიმონი და გაასუფთავეთ ნიორი. გაატარეთ ეს ორი პროდუქტი ხორცსაკეპში.
  2. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით მას მოცემული რაოდენობით წყალი და დადგით ცეცხლზე.
  3. გააცხელეთ ნარევი, თუმცა არ მიიყვანოთ დუღილამდე.
  4. მიეცით მას ოთახის ტემპერატურაზე გაგრილების საშუალება, გადაიტანეთ მოსახერხებელ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
  5. 3 კვირის განმავლობაში მიიღეთ ყოველდღიურად 50 მლ ეს სასმელი. ამ დროის გასვლის შემდეგ გააკეთეთ 1 კვირიანი შესვენება და კვლავ გაიმეორეთ სისხლძარღვების გასაწმენდი 3 კვირიანი კურსი. პროფილაქტიკური მიზნებისთვის მსგავსი პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია წელიწადში 2-ჯერ.

ეს სასმელი გვიუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გვიმაღლებს იმუნიტეტს და ხელს უშლის სიმსივნური წამონაზარდების წარმოქმნას. საშუალება, რომელიც დღეს შემოგთავაზეთ, მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი და სტიმულირებს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობას. ეს საშუალება უკუჩვენებითია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შემდეგი პრობლემები აწუხებთ: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ლაქტაცია, ეპილეფსია და ალერგია რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე. ამ სასმლის მიღება ასევე არ არის რეკომენდირებული ორსულთათვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!