2 ინგრედიენტისგან შმდგარი ეს სასმელი მთლიანად გაგიწმენდთ მსხვილს ნაწლავს!

2 ინგრედიენტისგან შმდგარი ეს სასმელი მთლიანად გაგიწმენდთ მსხვილს ნაწლავს!
მრავალი წლის განმავლობაში არაჯანსაღი პროდუქტებით კვების შედეგად ჩვენს ორგანიზმში, განსაკუთრებით კი მსხვილ ნაწლავში, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ტოქსინები გროვდება. ყოველივე ამას მივყავართ მსხვილი ნაწლავის მუშაობის გაუარესებამდე, რადგან მისი კედლები მთლიანად მავნე ნივთიერებებით იფარება. განსაკუთრებული სიხშირით ეს პრობლემა იმ ადამიანების უმრავლესობას აწუხებს, რომელთა დიეტა არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით ბოჭკოებს.

საჭმლის ეს გადაუმუშავებელი ნარჩენები იწყებს ხრწნას და წარმოიქმნება შესაბამისი ფენები მსხვილი ნაწლავის კედლებზე. ცნობისთვის, სწორედ ეს ფაქტია პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მსხვილი ნაწლავის მთავარი ფუნქცია საჭმლიდან საკვები ნივთიერებების შეწოვა, შეთვისებაა, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ორგანოს კედლები ტოქსინებით, გახრწნილი საკვებითა და სხვა მავნე ნივთიერებებითაა დაფარული, მისი ეს ფუნქცია საგრძნობლად ქვეითდება, რის შედეგადაც გვექმნება წარმოუდგენლად დიდი პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ქრონიკული შეკრულობა (ყაბზობა), ძალების დაკარგვა, დიაბეტი, ჭარბი ან პირიქით, არასაკმარისი წონა, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, კნათან, თმასთან და ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები, ართრიტი და სხვა ქრონიკული პრობლემები დიდი ალბათობით მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი მსხვილი ნაწლავი დაუყონებლივ გაწმენდას საჭიროებს!

მსხვილი ნაწლავის ნადებისგან, გახრწნილი ფენებისგან და პარაზიტებისგან გაწმენდის შემთხვევაში, თქვენ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ და შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების თავიდან არიდებას.

ყოველდღიური ოყნები

მეთოდი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ, გაცილებით ეფექტურია, თუ პარალელურად ორგანიზმის გამწმენდ ოყნებს გაიკეთებთ. რეგულარულად ოყნის გაკეთება განსაკუთრებით სასარგებლოა ქრონიკული ყაბზობის დროს.

რითია განსაკუთრებული მეთოდი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ? 3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად რამდენიმე კოვზი სელის ფქვილის მირთმევით თქვენ შეძლებთ მსხვილი ნაწლავის მთლიანად გაწმენდას, პარაზიტებისა და ტოქსინების მოშორებას. ყოველივე ამის პარალელურად, თქვენ შეძლებთ მსხვილი ნაწლავის სიმბიოზური მიკროფლორის შენარჩუნებას, რაც ამ მეთოდს ასეთ განსაკუთრებულს ხდის.

როგორ გავიწმინდოთ მსხვილი ნაწლავი?

3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, საუზმის ნაცვლად, მიირთვით ეს ნარევები:

კვირა 1: 1 ს.კ სელის თესლის ფქვილი და 100 მილილიტრი კეფირი.

კვირა 2: 2 ს.კ სელის თესლის ფქვილი და 100 მილილიტრი კეფირი.

კვირა 3: 3 ს.კ სელის თესლის ფქვილი და 100 მილილიტრი კეფირი.

იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიაში ვერ შეზენთ სელის ფქვილის შეძენას, უბრალოდ შეიძინეთ მისი თესლები და დაფქვით ბლენდერის დახმარებით. გამოიყენეთ მხოლოდ ორგანული, ნატურალური სელის თესლები. ამ სამი კვირის განმავლობაში თქვენ მოგიწევთ ყოველდღიურად ახალი ნარევის მომზადება.

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის ამ კურსის დაცვის დროს დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი მიირთვათ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი წონა 54 კილოგრამს აღემატება, გაზარდეთ ყოველდღიურად მიღებული წყლის დოზა 3 ლიტრამდე.

მკურნალობის ეს კურსი შეგიძლიათ ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!