სუპერ-საშუალება დამწვრობის სამკურნალოდ! სულ მალზე ზაფხული დადგება, მოემზადეთ

სუპერ-საშუალება დამწვრობის სამკურნალოდ! სულ მალზე ზაფხული დადგება, მოემზადეთ
ხანგრძლივი და ცივი ზამთარის შემდეგ არც გაზაფხულს გაუნებივრებივართ სითბოთი და მზით, ახლა კი ყველა ერთად მხურვალე ზაფხულის მოლოდინში ვართ. ხოლო მზის სხივებქვეშ გატარებული ხანგრძლივი პერიოდი თავისი შედეგებით სახიფათოა, კონკრეტულად კი დამწვრობით. რათქმუნდა საჭიროა კანის დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან სხვადასხვა კრემების გამოყენებით, მაგრამ თუ მაინც გადაეყარეთ ასეთ პრობლემას თქვენ უნდა იყოთ მზად დამწვრობის გასანეიტრალებლად.

სულ მალე დადგება წელიწადის ყველაზე ცხელი დრო და დამწვრობების პრობლემა ყველა ჩვენთაგანის გაფითქინებულ კანს შეიძლება შეეხოს. fpaparazzi-ს რედაქცია გასწავლით რეცეპტს რომელიც პიტნის ეთერზეთზე და დაფნის ფოთოლზეა დაფუძნებული და ფლობს ტკივილგამაყუჩებელ, ანტისეპტიკურ თვისებებს.


ინგრედიენტები:
  • 20 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
  • 20 წვეთი პიტნის ეთერზეთი
  • 250 მლ წყალი


მომზადების წესი:
  • მოიძიეთ ბოთლი შემაშხურებლით.
  • დაუმატეთ წყალში ეთერზეთები
  • გადაასხით ნაზავი ბოთლში.

ხილის ზეთებისგან განსხვავებით, ლავანდისა და პიტნის ეთერზეთს არ ახასიათებს მწველი თვისებები. ეს საშუალება ამშვიდებს და აგრილებს კანზ ნებისმიერ კრემზე უკეთ, მზის დამწვრობის დროს.

დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოების წასმა ძალიან მტკივნეული პროესია, ამიტომ ნაზი კანისათვის შესანიშნავ ვარიანტს წამოადგენს სწორედ ეს სპრეი. გამოიყენეთ ის ყოველ ჯერზე როდესაც კანის წვას გრძნობთ.

ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. მოგვიყევით კომენტარებში თქვენი გამოცდილების შესახებ. თუ თქვენც იცით რაიმე სასარგებლო რეცეპტი მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით გაუზიარეთ ის ჩვენს მკითხველს.