ექსპრეს მომზადება პლიაჟისთვის! უბრალოდ ამოიღეთ კვების რაციონიდან ეს 6 პროდუქტი...

ექსპრეს მომზადება პლიაჟისთვის! უბრალოდ ამოიღეთ კვების რაციონიდან ეს 6 პროდუქტი...
წინ ზაფხულის შესანიშნავი სეზონი გველის... სუსტი სქესის თითოეული წარმომადგენელი ოცნებობს სხეულის ლამაზ ფორმებზე, რათა საცურაო კოსტიუმებში ლამაზად და მოხდენილად გამოიყურებოდეს. დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორ მოიპოვოთ ხანმოკლე დროში სხეულის ლამაზი ფორმები ყოველგვარი ფიზიკური ვარჯიშების გარეშე.

ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელთაც დღეს შემოგთავაზებთ, თქვენ შეძლებთ წვრილი წელისა და ბრტყელი, ლამაზი მუცლის დაყენებას. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, საკუთარი კვების რაციონის გაკონტროლებაა.

როგორ დავიკლოთ წონა და მოვიშოროთ ცხიმები მუცლიდან

1. შეზღუდეთ ყოველდღიურად მიღებული მარილის დოზა
ჭარბი რაოდენობით მარილის მიღებას მივყავართ ორგანიზმში წყლის შეკავებამდე, რაც ზედმეტ კილოგრამებს გვმატებს. იმ შემთხვევაში, თუ ნელ-ნელა შეამცირებთ ყოველდღიურად მიღებული მარილის დოზას, ძალიან მალე მიეშვევით უმარილო საკვებს.

2. შეამცირეთ რძის დოზა
თუ გსურთ დაიკლოთ წონა ხანმოკლე დროში, თქვით უარი რძეზე ან ჩაანაცვლეთ იგი კეფირითა და უცხიმო იოგურტით.

3. დაივიწყეთ ცხარე სანელებლები
ცხარე სანელებლების მიღებით თქვენ აჩქარებთ ცხიმების დაგროვების პროცესს, განსაკუთრებით კი მუცლის არეში.

4. მოერიდეთ ნახშირწყლებს
უარი თქვით კანფეტებზე, დესერტებზე და გაზირებულ სასმელებზე. ეს პროდუქტები შეიცავს მინიმალური რაოდენობით ბოჭკოებსა და საკვებ ნივთიერებებს, სამაგიეროდ კი გამდიდრებულია ნახშირწყლებით. ტკბილი პროდუქტების სიყვარულით და მათი ჭარბი რაოდენობით მიღებით თქვენ ტვირთავთ ორგანიზმს ზედმეტი კალორიებით, რომლებიც მომავალში ცხიმებად გარდაიქმნება.

5. მიანიჭეთ უპირატესობა ნატურალურ საკვებს
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია დამუშავებული საკვებისთვის თავის არიდება, რადგან ისინი ჭარბი რაოდენობით ნატრიუმსა და შაქარს შეიცავს, რასაც ორგანიზმში ცხიმის დაგროვებამდე მივყავართ.

6. მიირთვით ხილი
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანი და ოცნება წონის დაკლებაა, მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი, რომელიც ბოჭკოებითაა გამდიდრებული. მაქსიმალურად შეეცადეთ მოერიდოთ ვაშლსა და მსხალს, რადგან ისინი ჭარბი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს, რომელიც მეტაბოლიზმს ანელებს.

დაიცავით კვების ეს რაციონი და ხანმოკლე დროში ლამაზი სხეულით იამაყებთ! გაუზიარეთ ეს რეკომენდაციები მეგობრებს, რათა მათაც შეძლონ პლიაჟის სეზონისთვის ფორმაში ჩადგომა!