სორბეტი 5 წუთში: თქვენ მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ!

სორბეტი 5 წუთში: თქვენ მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ!
ამ დესერტის სახელწოდება ფრანგული სიტყვიდან sorbet მოდის, რომელიც თავის მხრივ არაბული სიტყვის "შერბეტ"-ის ფრანგული ვერსიაა. ეს ცივი დესერტი შესანიშნავი იდეაა იმ ადამიანებისათვის ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს იცავს და ცდილობენ მოიხმარონ მხოლოდ ნატურალური პროდუქტები.

ასეთი ტკბილეულის სახლში მომზადება საკმაოდ მარტივია.სორბეტის შესაქმნელად თქვენ დაგჭირდება ბლენდერი და მცირე ადგილი საყინულეში. მომზადებას რათქმუნდა 5 წუთზე მეტი დრო მიაქვს, რადგან ამ დესერტის სრულ გაყინვას მეტი დრო სჭირდება, მაგრამ დაგვერწმუნეთ ეს ლოდინი ფუჭი არ აღმოჩნდება.
სორბეტი სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
  • 400გ გაყინული ხილი
  • 70გ ცხიმგამოცლილი (უცხიმო) შედედებული რძე (ზგუშონი)


მომზადების წესი:
  1. დააბლენდერეთ ერთად ხილი და შედედებული რძზე
  2. ინგრედიენტები თქვიფეთ 3 წუთის განმავლობაში
  3. მიღებული ნაზავი გადაასხით ჭურჭელში და მოათავსეთ საყინულეში 5 საათით ან მთელი ღამით.


სორბეტის ჭამა ნებადართულია მათვისაც ვინც დიეტას იცავს, საკმარისია უბრალოდ შედედებული რძე ჩაანაცვლოთ წყალით. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში თქვენ დეტალურად შეძლებთ თვალი ადევნოთ ამ უგემრიელესი დესერტის მზადების პროცეს. ნუ დაიზარებთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც - ისინი აუცილებლად აღფრთოვანდებიან!