კისელი, რომელიც დაგეხმარებათ ბრტყელი მუცლის მოპოვებაში და მსხვილი ნაწლავის გაწმენდაში

კისელი, რომელიც დაგეხმარებათ ბრტყელი მუცლის მოპოვებაში და მსხვილი ნაწლავის გაწმენდაში
კისელი, რომელის მომზადების რეცეპტსაც დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია შემოგთავაზებთ, დაგეხმარებათ არა მხოლოდ გახდომაში, არამედ მსხვილი ნაწლავის გაწმენდაში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებაში.

მომზადება:

ამ კისელის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ერთი მუჭა შვრიის ფანტელები ''გერკულესი'', შავი ქლიავის ჩირი და ნედლი, წვრილად გახეხილი ჭარხალი.

ჩაყარეთ თითოეული ინგრედიენტი 2 ლიტრ მდუღარე წყალში და მიღებული ნარევი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. მიღებული ნარევი გაფილტრეთ და დალიეთ იმდენი, რამდენსაც დაძინებამდე 2 საათის განმავლობაში შეძლებთ.

ბლანტი მასა, რომელიც გაფილტვრის შმდეგ დაგრჩებათ, მიირთვით დილით, უბრალო საუზმის ნაცვლად. ძალზედ სასარგებლოა კვირაში ერთხელ განტვირთვის დღის მოწყობა და მხოლო ამ კისელით კვება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!