ღალატის სტატისტიკა საქართველოში


კერძო დეტექტივი ქალების სააგენტომ _ “FPI” (Female Private Investigators) ღალატის სტატისტიკის დასადგენად ანონიმური ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში ჩართული იყო 22-დან 35 წლამდე, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე 162 ქალი და 138 მამაკაცი.

  • აღმოჩნდა, რომ დაოჯახებული მამაკაცების 49.4%-ს და ქალების 16%-ს მეუღლისთვის ერთხელ მაინც უღალატია.
  • შეკითხვას თავი აარიდა გამოკითხულთა 31%-მა.
  • გამოკითხული მამაკაცების 78% და ქალების 21% ფლირტს ღალატად არ მიიჩნევს.
  • ღალატის გამოვლენის საუკეთესო ხერხად ქალების 69% კერძო დეტექტივს მიიჩნევს, 16% ნათელმხილველს, 15 %-ს კი ურჩევნია, სამეგობრო წრის დახმარებით გაარკვიოს სიმართლე.
  • კერძო დეტექტიური ხასიათის მომსახურების დამკვეთების უმრავლესობა, კერძოდ, 82% ქალია და მათი ეჭვები 89%-ში მართლდება, მაშინ, როდესაც მამაკაცი დამკვეთების ეჭვი 57%-ში საფუძველს მოკლებულია.

საქართველოში ღალატის და განქორწინების რაოდენობრივი მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. შედეგებიდან გამომდინარე, ღალატის პრობლემა უფრო მწვავედ ქალბატონებისთვის დგას. მათთვის კი, მათივე სქესის დეტექტივთან ურთიერთობა კონფიდენციალურობის თვალსაზრისით, ბევრად უფრო კომფორტული და სანდოა. სწორედ ამიტომ არის “FPI” ორიენტირებული ქალების მხარდაჭერაზე.

“FPI-კერძო დეტექტივი ქალები”