2016 წლის მოდური შარვლები - სტილი და შეხამება!


სეზონის საკვანძო ტენდენცია ქალურობაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიზაინერები ჩვენ გამონაკლისის გარეშე კაბების ჩაცმას გვირჩევენ. შარვლების არჩევისას ისინი რეკომენდაციას გვაძლევენ დავაკვირდეთ სეზონისთვის აქტუალურ მოდელებს, მაგალითად შარვალს განიერი (თავისუფალი) გვერდებით (რომელიც პიჟამსოს მოგვაგონებს), ნათელი პრინტებით ან ნახევრადგამჭირვალე მოდელით. fpaparazzi წარმოგიდგენთ ამ სეზონისთვის ყველაზე ტრენდულ შარვლებს.


დამოკლებული შარვალი
კარგი სიახლეა: დამოკლებული შარვლები არა მხოლოდ აქტუალურობას ინარჩუნებს, არამედ ის სეზონის მთავარ ტრენდსაც წარმოადგენს. შარვლის გირძნე ნებისმიერი ზომის შეიძლება იყოს, მაგალითად მისი სიგრძე იყოს კოჭებამდე ან მუხლებს ოდნავ ქვემოთ. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ მოდელებს, რომლებიც კაბა-შარვლებს მოგაგონებთ. ასეთი მოდელები შესანიშნავად ჩაეწერება როგორც საქმიან დრესკოდში (საკმარისი იქნება იერი შეავსოთ მკაცრი ჟაკეტით ან ბლუზით), ასევე ყოველდღიურ სტილში კედებთან შერწყმით.
2016 წლის მოდური შარვლები - სტილი და შეხამება!

  • პანტალონი Motivi - 56 ლარი
  • დამოკლებული შარვალი Caractère - 542 ლარი

სწორი ან კლეჩატი მოკლე შარვლები ასევე აქტუალურია. განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება მკვეთრი ფერის მოდელები და მოდელები ტრიკოტაჟდან.

შარვალი შლაქსები
2016 წლის მოდური შარვლები - სტილი და შეხამება!
  • Nude-ს თეთრი შარვალი -1367 ლარი
  • Pallas ვარდისფერი შარვალი - 2043 ლარი

ჰიპების ეპოქის პოპულარული ბოლო-გაშვებული შარვლები რამოდენიმე სეზონია ინარჩუნებენ ტრენდულობას.აქტუალურია შარვლების სხვადასხვა ვარიანტები: ისინი შესაძლოა იყოს კლასიკური, როდესაც თეძოდანვეა გაშვებული და ასევე ძალიან ორიგინალური: მოდელები რომლებიც კაბას მოგვაგონებენ. შთაგონების წყაროს მოსაძიებლად შეგიძლიათ უყუროთ Stella McCartney, Jonathan Saunders, Chloé და სხვა წამყვანი მარკების ჩვენებებს.



შარვლები პრინტით
თუკი თქვენ არ გიყვართ ერთტონიანი შარვლები და ყველაფერში ორიგინალურობა გხიბლავთ, ყურადღება მიაქციეთ შარვლებს პრინტით. საყურადღებოა, რომ ამ სეზონისთვის თქვენ აუცილებლად მოახერხებთ თქვენი ოცნების შარვლის პოვნას, რადგან არჩევანი საკმაოდ ფართოა: ეს არის როგორც მოდური ფუტურიზმი და მუდმივი კლასიკა, ასევე ნაზი ფერადი გამა... თქვენ უბრალოდ გემოვნებიანად შეარჩიეთ!

Victoria Beckham, Max Mara, Versace და სხვა წამყვანი მარკები გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის ფსონს სწორედ პრინტიან შარვლებზე ჩამოდიან. მათი ჩაცმა რეკომენდირებულია ერთტონიან ზედებთან, ექსპრესიის გრადუსის დასაწევად.
2016 წლის მოდური შარვლები - სტილი და შეხამება!
  • Luisa Cerano-ს შარვალი ყვავილებიანი პრინტით - 545 ლარი
  • Zara-ს შარვალი პაისლის პრინტით - 102 ლარი




ზოლიანი შარვლები და პიჟამოს მაგვარი მოდელები
სექსუალურ, ტანზე მომდგარი მოდელების სანაცვლოდ მოდაში მოშვებული ვარიანტები შემოვიდა. სეზონისთვის ტრენდულია პიჟამოს მაგვარი შარვლები. მათი ჩაცმა რეკომენდირებულია პიჟამოს სტილის მაისურთან ან თავისუფალი სტილის ბლუზასთან, მაისურთან ან სვიტშოტთან ერთად. ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია - კარგად მოიფიქროთ და სწორად განალაგოთ აქცენტები აქსესუარების დახამრებით. შთაგონების წყაროს ძიება შეგიძლიათ განაგრძოთ Equipment, Dolce&Gabbana, Etro-ს "ლუქ ბუქებში"
2016 წლის მოდური შარვლები - სტილი და შეხამება!
  • Elena Mirò -შარვალი - 475 ლარი
  • Pull&Bear-ს შარვალი - ფასი დაუზუსტებელია

ზოლიანი შარვლები - კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტია ყოველდღიური მოხმარებისათვის მათთვის ვინც კომპორტს აფასებს. ადრე ზოლები მხოლოდ სპორტულ შარვლებზე გვხვდებოდა, ახლა კი ისინი შესაძლოა აღმოაჩინოთ შარვლებზე, რომლებიც საქმიანი გარდერობისთვის არის განკუთვნილი. ზოლიანი შარვლები თავის კოლექციებში შეიტანეს John Galliano, Chloé, Paco Rabanne-მა და სხვა ცნობილმა ბრენდებმა.
2016 წლის მოდური შარვლები - სტილი და შეხამება!
  • Zeus+Dionе-ს თეთრი შარვალი ლურჯი ზოლებით - 920 ლარი
  • Loewe-ს შავი ატლასის შარვალი - ფასი დასაზუსტებელია



ტყავის და გამჭირვალე შარვლები
მიუხედავად იმისა, რომ მინიმალიზმი ტრენდულია დიზაინერები კვლავაც ჩამოდიან ფსონს ექსტრავაგანტულ მოდელებზე. მაგალთად ამ ზაფხულისათვის ისინი გვთავაზობენ ბადიან ან გამჭირვალე შიფონის შარვლებს. ფრთხილად! ეს ვარიანტები მოდირებული გოგონებისთვის არ არის, ჩაიცვით ისინი თუ ბოლომდე დარწმუნებული ხართ საკთარ გარეგნობაში.
2016 წლის მოდური შარვლები - სტილი და შეხამება!
  • Guess-ს შავი გიპიურის შარვალი - ფასი დასაზუსტებელია
  • Emilio Pucci-ს გამჭირვალე თეთრი შარვალი - 2877 ლარი


ტყავის შარვლებიც ასევე ინარჩუნებენ ადგილს მოდის ოლიმპის კენწეროზე. ვიწრო გვერდებიანი ან გაშვებული მოდელები ამ სეზონის ნიშაა. რასთან შეგიძლიათ შეახამოთ ასეთი შარვლები? იდეალური ვატიანტია - აბრეშუმის ბლუზა, თავისუფალი სვიტერი ან კროპ-ტოპი.
2016 წლის მოდური შარვლები - სტილი და შეხამება!
  • By Malene Birger შავი შარვალი - ფასი დასაზუსტებელია
  • Dorothee Schumacher-ს ხაკისპერი შარვალი - ფასი დასაზუსტებელია