რატომ არ შეიძლება ფრჩხილების კვნეტა? მავნე ჩვევის 8 საშინელი ეფექტი.

რატომ არ შეიძლება ფრჩხილების კვნეტა? მავნე ჩვევის 8 საშინელი ეფექტი.
ფრჩხილების კვნეტის ჩვევა პატარებს დაახლოებით 4 წლის ასაკში უყალიბდებათ. მიზეზი, თუ რითია განპირობებული ეს ფაქტი, დღემდე უცნობია. მკვლევარების მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით 3 ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფრჩხილების კვნეტა ჩვეულებრივი რეაქციაა სტრესზე, მეორე ნაწილის მოსაზრებით, ეს მავნე ჩვევა ფსიქიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს, ხოლო მესამე ნაწილის თქმით, ფრჩხილების კვნეტის ჩვევა პატარებს მემკვიდრეობით გადაეცემათ.

რაც არ უნდა იყოს ამ მავნე ჩვევის გამომწვევი მიზეზი, დაუყონებლივ უნდა აღმოვფხვრათ იგი!

8 საშინელი შედეგი, რომელიც ფრხილების კვნეტას მოსდევს:

1. ფრჩხილები ბაქტერიებისა და სოკოების ბუდეა! შემდეგ ჯერზე, როდესაც თითს პირისკენ წაიღებთ, დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენი მავნე მიკროორგანიზმი ხვდება თქვენს ორგანიზმში ამ გზით.

რატომ არ შეიძლება ფრჩხილების კვნეტა? მავნე ჩვევის 8 საშინელი ეფექტი.

2. გარდა ბაქტერიებისა და სოკოებისა, ფრჩხილებს მიღმა სავსებით შესაძლებელია ჭიების კვერცხები იმალებოდეს...

3. ფრჩხილების კვნეტით თქვენ უდიდეს ზიანს აყენებთ კბილის ემალს.

4. ამ მავნე ჩვევის შედეგად შეიძლება დაიზიანოთ ღრძილები და ენა. ფრჩხილების ქვეშ არსებული სტაფილოკოკის ბაქტერიები დაუყონებლივ იზრუნებენ პირის ღრუში სტომატიტის განვითარებაზე.



5. ინფორმაცია ქალბატონებისთვის: ლაქით დაფარული ფრჩხილების კვნეტა ორგმაგად საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მანიკურების უმრავლესობა შეიცავს ფორმალდეჰიდს - ნივთიერება, რომლითაც ამუშავებენ გვამებს მორგში...

6. დროთა განმავლობაში დაიმახინჯებთ ფრჩხილების ფორმას, რაც ძალზედ გულდასაწყვეტია.

7. ფრჩხილების გარშემო იქმნება სისხლჩაქცევები, რომლებსაც დაუყონებლივ თავს ესხმიან ბაქტერიები.



8. ფსიქოლოგიური გაღიზიანებადობა, რომლითაც ეს მავნე ჩვევაა განპირობებული, კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმებს შეიძენს, თუ სასწრაფოდ არ მოეშვებით ფრჩხილების კვნეტას.

აიყვანეთ საკუთარი თავი ხელში და გადაეჩვიეთ ფრჩხილების კვნეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში...

აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ ისინი საკუთარ თავს ამ მავნე ჩვევით.