3 სასმელი, რომლის წინააღმდეგაც გაციება და ვირუსული დაავადებები უძლურია!

3 სასმელი, რომლის წინააღმდეგაც გაციება და ვირუსული დაავადებები უძლურია!
წელიწადის ყველაზე ცივ სეზონზე გაციებისა და ვირუსით შეპყრობის რისკი საკმაოდ მაღალია. სურდო, აუტანელი ქავილის შეგრძნება ყელში და ხველება - ყველასთვის კარგად ცნობილი სიმპტომები, რომლებიც კარგი არაფრის მომასწავლებელია...

სასმელი სურდოს მოსახსნელად

''Fpaparazzi''_ის რედაქციაში გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეზიარებინა 3 სამკურნალო სასმლის მომზადების რეცეპტი, რომელიც მოგიხსნით არა მხოლოდ სურდოს, არამედ დაგეხმარებათ გაციებისა და ხველების დამარცხებაში.

ჩაი ''მზის სხივი''

დარიჩინი და ჯანჯაფილი - ორი უნიკალური საშუალება, რომელიც ცნობილია საკუთარი ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებებით. რაც შეეხება ლიმონსა და ვაშლის ძმარს, ეს ორი პროდუქტი ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს C ვიტამინით, რომელიც აუცილებელია გაციების დროს. ეს ჩაი ააქტიურებს ორგანიზმის სათადარიგო ძალებს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

3 სასმელი, რომლის წინააღმდეგაც გაციება და ვირუსული დაავადებები უძლურია!

ინგრედიენტები:
  • 1 ჩ.კ ლიმონის წვენი;
  • 1/2 ჩ.კ ახალი გახეხილი ჯანჯაფილი;
  • 1/4 ჩ.კ კურკუმის ფხვნილი;
  • 1/2 ს.კ ვაშლის ძმარი;
  • 1 მწიკვი დანაყული დარიჩინი;
  • 300 მლ წყალი;

მომზადება:

1. აადუღეთ წყალი.

2. მოათავსეთ ჭიქაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი.

3. დაასხით ნარევს ცხელი, არამდუღარე წყალი.

ჩაი ''რეაქტიული''

კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აიურვედული სანელებელია, რომელსაც გამოიყენებენ ნებისმიერი ტიპის რესპირატორული დაავადების განსაკურნებლად. ეს სუნელი ეფექტურად წმენდს ფილტვებს ნახველისგან, ადეზინფიცირებს პირის ღრუსა და ყელს. პიტნა ახშობს ხველებას და ამსუბუქებს სუნთქვას. ჩართეთ გამოჯანმრთელების რეაქტიული ძრავი!



ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონი;
  • ახალი ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი;
  • კაიენის წიწაკა (1 დანის წვერი);
  • კურკუმა (1 დანის წვერი);
  • რამდენიმე ფოთოლი გამომშრალი პიტნა;
  • თაფლი გემოვნების მიხედვით;
  • 150 მლ წყალი;

მომზადება:

1. გამოწურეთ ლიმონი და გახეხეთ ჯანჯაფილი.

2. თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ცხელი წყალი.

ჩაი ''ცხელი ბენიტო''

ანანასი ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს და ხელს უწყობს ცხვირიდან ლორწო გამოდევნას. თაფლი - ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალება, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს.



ინგრედიენტები:

  • 250 მლ ანანასის წვენი;
  • 1/2 ს.კ ვაშლის ძმარი;
  • კაიენის წიწაკა (1 დანის წვერი);
  • 1 ს.კ თაფლი;

მომზადება:

1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და გადაიტანეთ ჭურჭელში გასაცხელებლად.

2. შეათბეთ სასმელი კომფორტულ ტემპერატურამდე და გემრიელად მიირთვით!

ნატურალური სასმელები გაციების დასამარცხებლად - ჯანსაღი გადაწყვეტილება ორგანიზმისთვის საჭირო ძალების მისანიჭებლად.

არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება, რათა მათაც შეძლონ საკუთარი თავისა და შვილების დაცვა საშინელი ვირუსებისგან!