თუ თქვენ ეს სიმპტომები აგეღნიშნებათ, არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ისინი!

თუ თქვენ ეს სიმპტომები აგეღნიშნებათ, არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ისინი!
ვიტამინ C - იმუნური და ნერვული სისტემი სამშენებლო ელემენტი. ჩვენი ბებიები ყოველთვის გვეუბნეოდნენ, რომ გაციებისა და ავადმყოფობის შემთხვევაში უნდა გვეჭამა დიდი რაოდენობით ლიმონი და თაფლი. ვიტამინ C_ს უშრეტ წყაროს, რომელიც ასე ძალიან ესაჭიროება ჩვენს ორგანიზმს, სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული და ციტრუსი წარმოადგენს.

ვიტამინ C_ს რეკომენდირებული დღიური დოზა უფროსებისთვის - 60-100 მგ.

ვიტამინ C_ს უკმარისობას ჩვენს ორგანიზმზე დამღუპველი გავლენა აქვს: ნერვული აშლილობა, პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის უნარის დაქვეითება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა, ნაოჭების ნაადრევი გაჩენა, სამკურნალო პრეპარატების მიღების დროს გვერდითი მოვლენების გაძლიერება და მათ შორის ყველაზე უსიამოვნო - სკორბუტი.

სკორბუტი თავს იჩენს ადამიანების ცხოვრებაში არასწორი კვებისა და არაჯანსაღი ცხოვრების სტილის შედეგად. ადამიანს, რომელიც იტანჯება ამ დაავადებისგან, აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: ღრძილებიდან სისხლდენა, კბილების ცვენა, ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა, სახასიათო გამონაყარი კანზე, გულის რიტმის დარღვევა, მსხვილ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

თუ თქვენ საკუთარ თავს შეამჩნევთ C ვიტამინის დეფიციტის რაიმე სიმპტომს, დაუყონებლივ იზრუნეთ კვების რაციონის შეცვლაზე.

თუ თქვენ ეს სიმპტომები აგეღნიშნებათ, არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ისინი!

სულ მცირეოდენი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ შინარჩუნოთ იმუნიტეტი ტონუსში და მშვიდად მიიღოთ სიამოვნება ცხოვრებისგან. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით ხილი (ფორთოხალი, კივი, ლიმონი) და ბოსტნეული (კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, წითელი პილპილი). თავი შეიკავეთ მავნე ჩვევებისგან!

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნიკოტინი ადამიანი ორგანიზმიდან გამოდევნის დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მათ შორის ყველაზე ღირებულ ვიტამინ C_საც, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!