საფუვრის ნიღაბი სწრაფი ზრდისთვის: გრძელი და ჯანმრთელი თმის საიდუმლო მარტივია!

საფუვრის ნიღაბი სწრაფი ზრდისთვის: გრძელი და ჯანმრთელი თმის საიდუმლო მარტივია!
საფუარს გააჩნია მდიდარი მინერალური და ვიტამინური შემადგენლობა, რის გამოც მას ძალზედ სასარგებლო გავლენა აქვს, როგორც მშრალ, ასევე ცხიმიან თმაზე. საფუვრის ნიღაბი ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას და ჰმატებს მას სიძლიერესა და მოცულობას.

ამ პროცედურისთვის თქვენ დაგჭირდებათ დიდი ჭურჭელი. დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''_ის რედაქცია წარმოგიდგენთ ჯადოსნურ მეთოდს თმის მოვლისა და მისი სწრაფად ზრდისთვის.



საფუვრის ნიღაბი თმებისათვის

ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ წყალი
  • 1 ს/კ საფუარი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი


გამოყენების წესი:
  1. გახსენით საფუარი თბილ წყალში. პროცესის დასაჩქარებლად საფუარს დაუმატეთ შაქარი.
  2. როდესაც საფუარი გაიხსნება, შეურიეთ თაფლი და მდოგვის ფხვნილი.
  3. დაიტანეთ ნიღაბი თავის კანზე და თმის ძირებზე. შემდეგ ჩამოიცვით პოლიეთილენის პარკი და შეიხვიეთ პირსახოცით.
  4. ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი ჩვეულებრივი შამპუნის გამოყენებით. თქვენ შეგექმნებათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს თავზე თმების რაოდენობა გაორმაგდა!



ნიღაბი წიწაკის ნაყენის დამატებით.

ინგრედიენტები:

  • 30გ მშრალი საფუარი
  • 2 ს/კ წიწაკის ნაყენი
  • 1 ს/კ წყალი

გამოყენების წესი:

  1. გახსენით წყალში საფუარი და შემდეგ დაუმატეთ წიწაკის ნაყენი.
  2. დაიტანეთ ნიღაბი თავის კანზე და თმის ძირებზე, შემდეგ დაიფარეთ პოლიეთინენის პარკი და შეიხვიეთ თავი პირსახოცით.
  3. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ არაუმეტეს 20 წუთისა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თავის კანი გაიღიზიანოთ.
  4. 20 წუთის შემდეგ შამპუნის გამოყენებით დაიბანეთ თავი.

დაუთმეთ მცირეოდენი დრო თქვენი თმების მოვლას, ეს ძალიან მარტივია! თუკი ამ ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ, თქვენ შეძლებთ შესანიშნავი ვარცხნილობების გაკეთებას სულ მალე.