თუ ამ 7 სიმპტომიდან ერთ-ერთი მაინც გაწუხებთ, სასწრაფოდ იზრუნეთ ორგანიზმის გაწმენდაზე!

თუ ამ 7 სიმპტომიდან ერთ-ერთი მაინც გაწუხებთ, სასწრაფოდ იზრუნეთ ორგანიზმის გაწმენდაზე!
სამწუხაროდ, სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ტოქსინებითაა სავსე. ჰაერი შენობაში, რომელშიც ვიმყოფებით, შეიძლება გაცილებით უფრო დაბინძურებული იყოს, ვიდრე ქუჩებში. ყოველივე ამას დამატებული მოწევა, პესტიციდები და ხელოვნური საკვები დანამატები...

როგორ გავიგოთ იმის შესახებ, რომ ჩვენი ორგანიზმი სასწრაფოდ საჭიროებს ტოქსინებისგან გაწმენდას? დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია სხეულის ინტოქსიკაციის 7 ძირითადი სიმპტომის შესახებ მოგითხრობთ...

1. უძილობა
ტოქსინების დაგროვება შეიძლება ქრონიკული უძილობის მიზეზი იყოს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ესტროგენის დონე ორგანიზმში სავსებით ნორმალურია.

ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ უძილობა ასევე შეიძლება გამოწვეული იქნას ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემებით. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბროკოლითა და ყვავილოვანი კომბოსტოთი და მიირთვით რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეულის წვენი.

2. აუხსნელი ქრონიკული დაღლილობა
სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა მიირთმევს დიდი რაოდენობით შაქარს. სისხლში შაქრის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების შედეგად, ჩვენი ორგანიზმი კარგავს მთელ ენერგიას, რის გამოც მუდმივად დაღლილად ვგრძნობთ თავს.

შეეცადეთ, მიღებული ტკბილეულის დოზა მინიმუმამდე შეამციროთ. თავდაპირველად ძალიან გაგიჭირდებათ, თუმცა დაახლოებით 7-10 დღის გასვლის შემდეგ თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ!

3. ქრონიკული თავის ტკივილი
არსებობს თავის ტკივილის გამომწვევი მილიონი მიზეზი, თუმცა ერთ-ერთი მათგანი სავსებით შესაძლებელია ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება იყოს.

4. კანთან დაკავშირებული პრობლემები
თუ თქვენს ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ტოქსინებია, თქვენი კანი აუცილებლად გაცნობებთ ამის შესახებ. ორგანიზმი დამოუკიდებლად გამოდევნის ტოქსინებს აკნეს, ჩირქოვანი გამონაყრის და სხვა უსიამოვნო მოვლენების დახმარებით.

5. ყვითელი ან თეთრი ენა
ენის ფერის ცვლილება - კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი სიმპტომი, რომელიც სხეულის ინტოქსიკაციაზე მეტყველებს. ეს ფაქტი პირდაპირკავშირშია კუჭის ლორწოსთან. თუ ენის ფერი გეცვლებათ, ესეიგი საჭმლის მომნელებელი სისტემა აქტიურად იბრძვის ტოქსინების წინააღმდეგ.

6. ცხიმვანი ფენების ზრდა მუცლის არეში
ტოქსინებს მივყავართ მუცლის არეში ცხიმების დაგროვებამდე. თუ თქვენ გაწუხებთ ჭარბცხიმიანობა, თუმცა ზედმეტ წონასთან პრობლემები არ გაქვთ, სასწრაფოდ შეუდექით ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას.

7. სიცხე
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბუნებრივი მეთოდი, რომლის დახმარებითაც ორგანიზმი წმენდს საკუთარ თავს ტოქსინებისგან, ოფლდენაა. იმისთვის, რომ ოფლის გამოყოფის პროცესი აქტიურად წარიმართოს, საჭიროა შინაგანი ტემპერატურის მკვეთრად გაზრდა. გამომდინარე აქედან, თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ მაღალი ტემპერატურა, სასწრაფოდ დაიწყეთ ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა.

ამ 7 სიმპტომიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაშიც კი, აქტიურად შეუდეგით ორგანიზმის გაწმენდა-გასუფთავების პროცესს ან მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასარგებლოა, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს!