როგორ გადავაქციოთ თხელი თმები ელეგანტურ ფაფარად

როგორ გადავაქციოთ თხელი თმები ელეგანტურ ფაფარად
თხელი თმები მრავალი პრობლემის მომტანია. მათვის მოცულობის მინიჭება რთულია, ისინი მალე ისვრებიან და მთლიანობაში ცოცხლად არ გამოიყურებიან. ისინი ვისაც სუსტი თმები აქვთ მუდმივად ცდილობენ გაარკვიონ თმის მოცულობის საიდუმლო.
FPAPARAZZI-მ კი ზუსტად იცის ამ შემთხვევაში როგორ დაგეხმაროთ! წარმოგიდგენთ გამაჯანსაღებელ ნიღაბს, რომელიც თმას აძლიერებს უამრავი მკვებავი მინერალებით. სასიამოვნო შედეგების ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ!



ინგრედიენტები:
  • 1 მცირე ზომის ბანანი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1/2 ფინჯანი ლუდი


გამოყენება:
ყველა ინგრედიენტი კარგად გადაურიეთ ბლენდერის დახმარებით და მიღებული მასა წაისვით დაბანილ (სველ) თმაზე. დაიხურეთ პარკი და შეიფუთეთ თმები პირსახოცით ან თბილი კაშნით. ნიღაბი შესაძლებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ 2 საათითაც გაიჩეროთ, შემდეგ კი ის თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ.

ის ვინც ელეგანტურ თმებზე ოცნებობს, ეს ნიღაბი სწორედ მათთვისაა. საკმარისია ასეთი საშუალება კვირაში ერთხელ გამოიყენოთ, რომ თხელი თმები ელეგანტურ ფაფარად გადაიქცევა.