ლეონარდო დი კაპრიომ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" მიიღო

ლეონარდო დი კაპრიომ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" მიიღო
ჰოლივუდში ოსკარის რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმად Spotlight დასახელდა.
წლის მსახიობი მამაკაცის ჯილდო ლეონარდო დი კაპრიოს ფილმისთვის - The Revenant გადაეცა.
წლის მსახიობი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ოსკარი Brie Larson-ს ფილმისთვის Room ერგო.

წლის რეჟისორის კატეგორიაში ფილმ The Revenant-ის რეჟისორმა ალეხანდრო ინიარიტუმ გაიმარჯვა.

87 წლის ენიო მორიკონემ ფილმისთვის შექმნილი მუსიკისთვის ოსკარი მიიღო. ცნობილმა კომპოზიტორმა მუსიკა ქუენთინ ტარანტინოს ფილმისთვის საძულველი რვიანი მიიღო.

88-ე ოსკარის მოსაპოვებლად 8 ფილმი იბრძოდა, ესენია - The Big Short - Bridge of Spies - Brooklyn - Mad Max: Fury Road - The Martian - The Revenant - Room - Spotlight

ოსკარისათვის 5 მსახიობი მამაკაცი იბრძოდა : Bryan Cranston Trumbo - Matt Damon The Martian - Leonardo DiCaprio The Revenant - Michael Fassbender Steve Jobs - Eddie Redmayne The Danish Girl

ასევე 5 მსახიობი ქალი იყო წარდგენილი ოსკარის 88-ე დაჯილდოების ცერემონიალზე, ისინი არიან: Cate Blanchett Carol - Brie Larson, Room - Jennifer Lawrence, Joy - Charlotte Rampling, 45 Years - Saoirse Ronan, Brooklyn

სტატიის წყარო:rustavi2.com