მოიშორეთ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან. 6 რჩევა შეშუპების დასამარცხებლად...

მოიშორეთ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან. 6 რჩევა შეშუპების დასამარცხებლად...
ადამიანის ორგანიზმის 60-70% წყლისგან შედგება. სითხის 2/3 მოთავსებულია უჯრედებს შიგნით, ხოლო დარჩენილი ნაწილი უჯრედშორის არსებულს სივრცეში. სწორედ მისი მოცულობის გაფართოების შედეგად იჩენს თავს შეშუპება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს პრობელმა გაწუხებთ, გირჩევთ ექიმთან კონსულტაციის გავლას, რადგან მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, ხოლო ზედაპირულად ამ მიზეზების დიაგნოსტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია.

იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად მოიშოროთ შეშუპება, მიჰყევით შემდეგ რეკომენდაციებს.

შეშუპების წინააღმდეგ ბრძოლა

  • დაიწყეთ სწორი კვებით
    დაუყონებლივ შეამცირეთ ან საერთოდ ამოიღეთ კვების რაციონიდან მარილი და რაფინირებული ნახშირწყლები. დაივიწყეთ ცხარე საკვები და მაქსიმალურად მოერიდეთ ძილის წინ ჭამას.

  • არ დაივიწყოთ ვიტამინებისა და მინერალების შესახებ
    შეშუპება მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს ორგანიზმს ესაჭიროება დიდი რაოდენობით ახალი ხილი, ბოსტნეული და მწვანილები. ნუ იტყვით უარს კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარ პროდუქტებზე.

  • მეტი მოძრაობა!
    ცხოვრების უმოძრაო სტილს ჯერ არცერთი ადამიანისთვის მოუტანია სარგებელი. ისეირნეთ ფეხით რაც შეიძლება დიდხანს და რეგულარულად შეასრულეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. ფიზიკური აქტიურობის შედეგად ორგანიზმიდან გამოიდევნება ზედმეტი სითხე.

  • შეშუპება არ არის მიზეზი წყალზე უარის სათქმელად.
    თითოეულმა ადამიანმა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ჩვენი ორგანიზმისთვის. აუცილებელია ყოველდღიურად მიიღოთ 2 ლიტრი წყალი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ წყლის ეს დოზა უნდა მიაწოდოთ ორგანიზმს ნელ-ნელა, მთელი დღის განმავლობაში და არა ერთბაშად, ძილის წინ.

  • ხარისხიანი ძილი
    ვერასდროს იგრძნობთ თავს ბედნიერად და ლამაზად, თუ ძილის რეჟიმს მწყობრში არ მოიყვანთ!

  • მასაჟი
    სახის შეშუპების შემთხვევაში, რეკომენდირებულია ლიმფური სადრენაჟო მასაჟი. მხოლოდ სპეციალისტის გამოცდილ ხელებს შეუძლია ჩაგროვებული წყლისა და ლიმფის პრობლემის გადაჭრა. თვითმასაჟი ამ დროს ძალზედ სახიფათოა!

მიჰყევით მოცემულ რეკომენდაციებს და დაივიწყეთ ამ უსიამოვნო პრობლემის შესახებ. მოუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს!