ჩაის ხის ზეთი სახის, თმებისა და სხეულისთვის: თვისებები და გამოყენეა

ჩაის ხის ზეთი სახის, თმებისა და სხეულისთვის: თვისებები და გამოყენეა
ჩვენ უკვე ყველამ ვიცით თუ რა სასარგებლოა ეთერზეთი ჯანმრთელოისა და სილამაზისთვის, თუმცა ყველამ არ იცის მისი სწორი გამოყენება. ამ სტატიაში fpaparazzi მოგიყვებათ ჩაის ხის ზეთის შესახებ.

ჩაის ხის ზეთს გააჩნია ვირუსების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, სოკოების საწინააღმდეგო და ანტისეფტიკური მახასიათებლები, სწორედ ამიტომ მას ხშირად იყენებენ სოკოსა და ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ. ის ასევე ხშირად გამოიყენება ცხიმიანი და პრობლემური კანის მოსავლელადაც.

ამ ზეთის დახმარებით თქვენ განთავისუფლდებით აკნესგან, ფერიმჭამელებისგან. მისი 5%-იანი კონცენტრაცია დაგეხამრებათ აკნეს მკურნალობაში, 10%-იანი ფეხების ოფლიანობის, ხოლო 100%-იანი ფრჩხილების სოკოს მკურნალობაში. ასევე გოგონებისთვის თავის ცხიმიანი კანით, რეკომენდირებულია დაბანამდე გაიკეთონ მასაჟი ჩაის ხის ზეთის რამოდენიმე წვეთით.

ამ ზეთის ნიღაბში ან შამპუნში დამატებით შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ქერტლისგან. ის ასევე ხელს უწყობს თმის გაჯანსაღებასა და ზრდას. ჩაის ხის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის დასახვევად,სავლებად და არომა-ვარცხნილობისთვის. გადასავლებად საკმარისია ზეთის 3 წვეთი გახსნათ ერთ ლიტრ წყალში და ყოველი დაბანის შემდეგ გადაივლოთ ის. შედეგად თმები უფრო ძლიერი, ხშირი და მბრწყინავი იქნება. არომა-ვარცხნილობისთვის ხის სავარცხელზე უდნა დააწვეთოთ რამოდენიმე წვეთი ზეთი და ძილის წინ ივარცხნოთ თმა 5 წუთის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ კი თქვენ დაინახავთ თუ რამდენად შეიცვალა თქვენი თმის ჯანმრთელობა და ხარისხი.

აბაზანები ჩაის ხის ზეთით დაგეხმარებათ მოდუნებაში და დაღლილობის მოხსნაში. ამისათვის წყლით სავსე აბაზანაში უნდა გახსნათ 8-10 წვეთი ზეთი, ხოლო აბაზანა უნდა მიიღოთ არა უმეტეს 15 წუთისა.