ადგილობრივი ფერმერის მიერ შექმნილი ქვის მსოფლიო რუკა დანიის ღირსშესანიშნაობაა

დანიაში ცენტრალური იუტლანდიის მხარეში შესაძლებელია ნახოთ უჩვეული, ქვის მსოფლიო რუკა: ადგილობრივმა ფერმერი მას ქვისგან ქმნიდა მეოთხედი საუკუნის მანძილზე.

1943 წელს ფერმერი სოფელ კლეიტუპიდან სორენ პოლსენი (Søren Poulsen), ჭაობიან მიდამოს აშრობდა, სადაც უამრავი ქვა იპოვა, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა მისი ყურადღება მიიპყრო: ის თავისი ფორმით იუტლანდიის ნახევარკუნძულს გავდა.

ფერმერმა ის ყინულზე დადო, ხოლო შემდეგ ვინაიდან ზამთარში სოფლის მეურნეობა არც ისე ბევრს მუშაობს, გადაწვიტა გაეგრძელებინა ეს საქმიანობა. ქვეყნები და კონტინენტები სხვადასხვა ფრაგმენტებისგან შედგებოდა. როდესაც გაზაფხულზე ყინული გადნა, პოლსენს ისღა დარჩენოდა ქვები შეესწორებინა, რომლებიც შემდგომში ძირეულად გამყარდა ჭაობში.

1888 წელს დაბადებული პოლსენმა მსოფლიოს რუქის შედგენას მთელი მისი დარჩენილი სიცოცხლე მიუძღვნა. ის 1969 წელს გარდაიცვალადა ამ დროისთვის მთელი პლანეტა იყო წარმოდგენილი 45x90 მეტრის ნაკვეთზე. ქვის რუქის 27 სანტიმეტრი შეესაბამება 111 კილომეტრს (1 გრადუს), ხოლო დამონტაჟებული დროშები ახდენს ამა თუ იმ სახელმწიფოს სიმბოლიზირებას, წითელი ნიშნით გამოყოფილია ეკვადორი.

დღესდღეობით მინი-რუკა «მსოფლიო რუკა კლეიტრუპის ტბაზე» (Verdenskortet ved Klejtrup Sø) დანიის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. სეზონი აპრილიდან-სექტემბრამდე გრძელდება, მსოფლიოს ქვის ფორმატში დათვალიერების პარალელურად, სტუმრებს სხვა აქტიურ გართობის საშუალებებსაც სთავაზობენ ღია ცის ქვეშ.