რატომ არ შეიძლება ბიუსტჰალტერის გამუდმებით ტარება? ქალბატონებო, ფრთხილად!

რატომ არ შეიძლება ბიუსტჰალტერის გამუდმებით ტარება? ქალბატონებო, ფრთხილად!
მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქალბატონების 90% რეგულარულად ატარებს ბიუსტჰალტერს. ამავე კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ქალბატონებში, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ატარებენ ბიუსტჰალტერს, სარძევე ჯირკვლების სიმსივნის გაჩენის რისკი 113-ჯერ დიდია, ვიდრე იმ ქალბატონებში, რომლებიც დღეში მხოლოდ 12 საათის განმავლობაში ატარებენ მას.

რაც შეეხება ქალბატონებს, რომლებიც საერთოდ არ ატარებენ ბიუსტჰალტერს, ისინი 21-ჯერ უფრო დაზღვეულები არიან სიმსივნის გაჩენისგან, ვიდრე სხვა ქალბატონები.


ხშირად ქალბატონები, არსებული სილამაზის სტანდარტების გამო, არ აქცევენ ყურადღებას ბიუსტჰალტერის ზომას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდ დისკომფორტს გრძნობენ მისი ტარებისას.

ზედმეტად მჭიდრო ბიუსტჰალტერს იმდენად დიდი ზეწოლა აქვს მკერდზე, რომ ფერხდება სისხლის მიმოქცევის პროცესი და ლიმფური დრენაჟი, რაც თავის მხრივ იწვევს მასტოპათიას, კისტოზსა და სიმსივნეს.

უამრავი ქალბატონი მიიჩნევს, რომ ბიუსტჰალტერის მუდმივი ტარება განაპირობებს მკერდის აწევას და მისთვის ლამაზი ფორმის მინიჭებას. სამწუხაროა, მაგრამ ეს ასე არ არის! ხანგრძლივი კვლევების შედეგად მეცნიერებმა ვერ ნახეს ვერანაირი კავშირი ბისტჰალტერის ტარებასა და მკერდის ლამაზ ფორმას შორის.

ექიმები გვთავაზობენ რეკომენდაციებს, თუ როგორ ავარჩიოთ საცვლები სწორად, რათა არ შევუქმნათ თავს სარძევე ჯირკვლების სიმსივნით დაავადების რისკი:

1. არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ზედმეტად მჭიდრო ბიუსტჰალტერი! იმ შემთხვევაში, თუ მისი ტარების შემდეგ მხრებზე და ფერდებზე წითელი ხაზები გრჩებათ, ბიუსტჰალტერი არ შეგესაბამებათ.

2. არავითარ შემთხვევაში არ დაიძინოთ ბიუსტჰალტერით.

3. თუ გსურთ თავიდან აირიდოთ მასტოპათია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ''ფუშ-აფ'' მოდელის ბიუსტჰალტერები.

4. შეიძინეთ ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი ბიუსტჰალტერი, რომელიც პენოპლასტის დანამატებისგან სუფთაა, თუ გსურთ თავიდან აირიდოთ ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა.

5. დაივიწყეთ უზორტო ბიუსტჰალტერი. მისი ტარებისას ლიმფური კვანძები უდიდეს ზეწოლას განიცდის.

6. თუ გარემოება გაძლევთ საშუალებას, დაუყონებლივ მოიშორეთ ბიუსტჰალტერი.

დაივიწყეთ მოდა და პირველ რიგში იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენთვის ძვირფას ადამიანებს!