ძალიან ეფექტური შვედური დიეტა "6 ფურცელი"

ძალიან ეფექტური შვედური დიეტა "6 ფურცელი"
ეს მარტივი დიეტა გათვლილია ერთ კვირაზე და მისი დაცვა არ მოგწყინდებათ! საკვების 5-6 სახეობით და თანაც 6-7 სათის შემდეგაც შეგიძლიათ ჭამოთ. თქვენ არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა და ვერ იგრძნობთ ვერანერ დისკომფორტს, მთავარია დიეტის ძირითადი პრინციპები დაიცვათ. ასეთი დიეტის დახმარებით თქვენ შეძლებთ ერთ კვირაში დაიკლოთ 2-4 კილო.

დიეტოლოგ ანა იუჰანსონის "ყვავილოვანი" მეთოდიკა, სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობას იმ ქალბატონებს შორის, რომლებიც გახდომაზე ოცნებობენ.

დიეტის იდეა მარტივია: ყოველდღიურად "6 ფოთოლი" - ეს მონოდიეტის განმსაზღვრელი ერთი დღეა, ანუ ყოველ დღე თქვენ ერთ პროდუქტს ან ერთი ჯგუფის პროდუქტებს ღებულობთ, მაგალითად არის ბოსტნეულის, თევზის, ხილის, ქათმის და ა.შ. დღეები. სულ ექვსი ფურცელი - ანუ სათითაოდ ცვლადი ექვსი მონოდიეტა.

დატკბით თქვენი ცხოვრების ყოველი წამით, გახდით სწორედ და იყავით ჯანმრთელები!

რის ხარჯზე ხდება ზედმეტი წონის სწრაფი კლება?

—პირველ რიგში ეს არის განყოფილებისებრი კვება, რომელიც საშუალებას იძლევა, მიზანმიმართულად დავწვათ ცხიმები.
—მორე რიგში, ეს არის ცილების-ნახშირწყლების მონაცვლეობა, რომელიც წონის კლებას დააჩქარებს, კანქვეშა ცხიმის საცავების ორგანიზმის მიერ გამოყენების ხარჯზე.
—მესამე რიგში, ეს არის სიმბიოზური საჭმლის გადამუშავების არარსებობა, რაც ეწინააღმდეგება წონდის შემდგომ მატებას.


დიეტა 6 ფურცელის წესები:
  1. არ შეუცვალოთ დიეტურ დღეებს ადგილები, დიეტის წარმატების საწინდარი - ცილების და ნახშირწყლების თანმიმდევორაშა.
  2. 6 დღის მანძილზე ძირითადი ნებადართული სასმელებია:

    - სუფთა წყალი, არანაკლებ 1,5 ლიტრისა
    - ყავა
    - შავი და მწვანე ჩაი

    მარცვლეულის დღეს შეგიძლიათ დალიოთ კვასი, რძის ნაწარმი - რძე და კეფირი, ხილის - ნატურალური წვენი.
  3. შაქარი - სრულიად აკრძალულია, მარილი საკვებშია ნებადართული, მაგრამ ძალიან ცოტა, უმჯობესი ინქება თუ მარილს სანელებლებით ან მწვანილით თუ ჩაანაცვლებთ.
  4. დიეტის გამეორება შესაძლებელია არაუადრეს 4 თვისა. დიეტის ხშირი გამოყენებისას - ის შედეგის მოცემას წვეტს და ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.




დიეტის "6 ფურცელი" კვების გეგმა

პირველი დღე - თევზეული
ორგანიზმი იმარაგებს პოლიგაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს, იწვება ცხიმები.
ნებადართულია: თევზი (შესაძლებელია ცხიმიანი,ის შეიცავს ომეგა-3 მჟავას და საშუალებას არ აძლევს ცხიმს დაგროვდეს),კრევეტები, კალმარები, კრაბის ჩხირები. ნებისმიერი ფორმით და ნებისმეირი რაოდენობით! ნებადართულია საკვებში დაუმატოთ ცოტა მარილი, მვანილი და სანელებლები.
აკრძალულია: შემცვარი და კონსერვირებული ზღვი პროდუქტები

მეორე დღე – ბოსტნეული
ამ დღეს შეგიძლიათ დაამყაროთ რეკორდი - დაიკლოთ ყველაზე მეტი კილოგრამები, რადგან ბოსტნეულის ნახშირწყლების გადამუშავებისათვის ორგანიზმი ძალიან ბევრ ენერგიას დაკარგავს, ცხიმები დაიწვება.
ნებადართულია: ყაბაყი, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, სტაფილო, ყველა სახის კომბოსტო. სალათების ფორმით, მოხარშული.
აკრძალულია: ზედმეტად ნუ გამოიყენებთ კარტოფილს და კონსერვირებულ ბოსტნეულს.

მესამე დღე – ქათამი
ცილა კუნთების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და არ გადაიქცევა ცხიმად.
ნებადართულია: შემწვარ, მოხარშულ მდგომარეობაში, ყველაფერი ქათმის ხორცისგან.
აკრძალულია: შემწვარი ქათამი კანით.

მეოთხე დღე — მარცვლეული
კვლავაც მივმართავთ ცხიმების აქტიურ წვას, რადგან მარცვლელუის გადამუშავებას საკმაოდ დიდი ენერგია ჭირდება.
ნებადართულია: ნებისმიერი ფაფა (წყალში მოხარშული), ხორბალი, ქატო (ჭვავის, შვრიის, ხორბლის), ნედლი მზესუმზირა, პური. სასმელებიდან შეგიძლიათ დალიოთ კვასი.
აკრზალულია: შემცვარი მზესუმზირა.


მეხუთე დღე — რძის პროდუქტები
რძის პროდუქტებით კვება შეავსებს მინერალური ნითიერებების მარაგს, რომლებიც დაიცალა დიეტის პირველ დღეებში.
ნებადართულია: უცხიმო და უშაქრო ხაჭო. უშაქრო იოგურტი, სასმელი - რძე და კეფირი.
აკრძალულია: ტკბილი ხილის იოგურტი


მეექვსე დღე — ხილი
ყველაზე რთული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე გემრიელი დღე. უნდა გაუძლოთ რადგან შემდეგ სიამაყით დადგეთ სასწორზე.
ნებადართულია: ვაშლი, მსხალი, ხურმა. სასმელი - ახალგამოწურული ხილის ან კენკრის წვენი შაქრის გარეშე.
აკრძალულია: შეზღუდეთ ბანანისა და ყურძნის გამოყენება (მაღალი კალორიულობს და შაქარის დიდი ოდენობით შემცველობის გამო).


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიეტა "6 ფურცელი" შესაძლოა ნამდვილი საოჯახო-დიეტაც გახდეს. თქვენი ოჯახის წევრები ვერც კი შეამჩნევენ, რომ თქვენ დიეტაზე ხართ. მათვის ვახშამი მრავალფეროვანი იქნება, ყოველ დღე ახალ საკვებს მიიღებენ. დიეტის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ შეგიძლიათ 6-7 საათის მერეც იკვებოთ ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც სახლში გვიან ბრუნდებიან.

პატარა ფსიქოლოგიური ხრიკი:
ანა იუჰანსონი რეკომენდაციას იძლევა დაამზადოთ ყვავილი ექვსი ფურცლით. მისი დამზადება შეგიძლიათ, მაგალთად ფურცლიდან ამოჭრით. აუცილებლად დანომრეთ ის და დააწერეთ ყოველ ფოთელს კვების განრიგი. ყოველდღიურად მოაცალეთ ყვავილს თითო ფურცელი - ეს ფსიქოლოგიური ხრიკი დაგეხმარებათ დიეტის მარტივად გადატანაში.
გარდა ამისა, კარგად გაფორმებული გამოსახულება დაგეხმარებათ არ აგერიოთ გეგმა: ამ დიეტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვების დღეების თანმიმდევრობის ზუსტი დაცვა, რადგან ყველა მათგანი თავის ფუნქციას ასრულებდეს.


მენიუ მაგალითისთვის:
დიეტა "6 ფურცელი"-სათვის შემოთავაზებული პროდუქტებით შეგსაძლებელია მომზადოთ გემრიელი და სასარგებლო საჭმელი, არ გამოიყენოთ მცენარეული ზეთი, ზედმეტად ცხარე სანელებლები და მარილი. გთავაზობთ მოკლე სამაგალითო მენიუს ყოველი დღისთვის.


თევზის დღე
  • საუზმე: 100 გრამი მოხარშული თევზი
  • წახემსება: 100 გრამი ფოლგაში შემწვარი თევზი მწვანილით და ლიმონის წვენით
  • სადილი: ერთი თეფში თევზის ბულიონი მწვანილით
  • წახემსება: 100 გრამი მოხარშული თევზი
  • ვახშამი: შემწვარი თევზი მწვანილით და სუნელებით.


ბოსტნეულის დღე:
  • საუზმე: კიტრის და პამიდვრის სალათი მწვანილით
  • წახემსება:ჩაშუშული კომბოსტო მწვანილით და ხახვით
  • სადილი: მოხარშული სატაცური
  • წახემსება:ნებისმიერი ნედლი ბოსტნეული
  • ვახშამი: ბოსტნეულის მიქსი სუნელებით

ქაღმის დღე:
  • საუზმე: მოხარშული ქათმის ფილე
  • წახემსება:შემწვარი ინდაურის ფილე მწვანილით
  • სადილი: ქათმის ბულიონი ნედლი მწვანილით
  • წახემსება:ქათმის-გრილი კანის გარეშე
  • ვახშამი: მოხარშული ფილე


მარცვლეულის დღე:
  • საუზმე: ფეტვის ფაფა წყალზე
  • წახემსება: წიწიბურას ფაფა მწვანილით
  • სადილი: მოხარშული ყავისფერი ბრინჯი
  • წახემსება: შვრიის პორცია
  • ვახშამი: წიწიბურას ფაფა


რძის პროდუქტების დღე:
  • საუზმე: ხაჭო იოგურტით
  • წახემსება: ერთი ჭიქა რძე
  • სადილი: ხაჭო
  • წახემსება: ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი
  • ვახშამი: ხაჭო


ხილის დღე:
  • საუზმე: 1 ვაშლი და 1 ფორთოხალი
  • წახემსება: ბანანი
  • სადილი: ხილის სალათა
  • წახემსება: ერთი ჭიქა ნატურალური წვენი
  • ვახშამი: რბილობი ბანანისა და კივისგან


ასევე ვიდეოში ნახავთ: "წყალი გასახდომად და ჯანმრთელობისათვის. წყლის ბალანსი"