როგორ გამოიყურება ჭიანჭველების მიწისქვეშა ქალაქი


ბრაზილიაში მეცნიერებმა ჭიანჭველების შთამბეჭდავი მიწისქვეშა ქალაქი გამოიკვლიეს. მწერებისგან მიტოვებული მიწისქვეშა მეგაპოლისის გამოსაკვლევად ბრაზილიაში მეცნიერთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი ჩავიდა.

ჭიანჭველების ქალაქი, მეცნიერებისთვის გაურკვეველი მიზეზით, მიტოვებული იყო და მასში მწერები აღარ ბინადრობდნენ. ადგილზე ჩასულმა ექსპერტებმა 10 ტონა ბეტონით ამოავსეს დაახლოებით 50 კვ/მეტრის ფართობის მიწისქვეშა საცხოვრებელი, ერთი თვის შემდეგ კი გათხრების წარმოება დაიწყეს, რამაც საოცარი შედეგი გამოიღო: მიწის ამოღების შემდეგ ჭიანჭველების მიერ სიღრმეში გაკვლეულმა გზებმა და არხებმა დღის სინათლე იხილა.