48 წლის ასაკში მან ნაოჭები მარტივად მოიშორა,მეც სწორედ ამიტომ ჩავანაცვლე ელიტური კრემები

48 წლის ასაკში მან ნაოჭები მარტივად მოიშორა,მეც სწორედ ამიტომ ჩავანაცვლე ელიტური კრემები
ახალგაზრდულ ასაკში გოგონებს ეჩვენებათ, რომ სხვადასხვა კრემების გამოყენება აუცილებელი არ არის, ვინაიდან მათი სახის კანი ისედაც კარგად გამოიყურება. ეს კი მცრადი შეხედულებაა, ვინაიდან კანის ზედაპირის დეფექტები მოულოდნელად ჩნდება, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და შემდეგ მასთან ბრძოლა გაცილებით რთულია.

სწორედ ამიტომ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენბა 20,30 და მითუმეტეს 35 წლის ასაკში არა მხოლოდ რეკომენდირებულია, აუცილებელიც არის. უფროსი თაობა ამ მოსაზრებას შესაძლოა არ დაეთანხმოს, ვინაიდან მათ ასაკში ლიფტინგ-კრემები და მსგავსი კოსმეტიკა არ არსებობდა, მიუხედავად ამისა კი იმ თაობის ადამიანები ახერხებდენ შესანიშნავი იერის შენარჩნებას.


მართლაც, ადრე ქალბატონები არ განიცდიდენ მოთხოვნილებას საათაობით გალამაზებულიყვნენ სარკის წინ, სახის კანის მწყობრში მოსაყვანად. აქ საქმე ეკოლოგიური მდგომარეობის ცვლილებასთან გვაქვს. წყალი რომელითაც ჩვენ ვიბანთ, საკვები რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვღებულობთ იდეალურისგან საკმაოდ შორს არის.



ამას თუ ჩვენი ცხოვრების ძალიან დატვირთულ წესსაც დავუმატებთ და მუდმივ სტრესებს, შეგვეძლება თამამად ვივარაუდოდ როგორ შეიძლება აისახოს ის ქალის ნაზ კანზე.




20 წლის ასაკის შემდეგ ულამაზეს ქალბატონებს უნელდებად კოლაგენისა და ელასტიურობის აკუმულირების პროცესი.ამიტომ ახალგაზრდა ქალბატონმა უნდა შეარჩიოს კოსმეტიკური საშუალება, რომელიც შეავსებს ამ კომპონენტების დანაკლისს, ასევე გამოკვებავს კანს ჰიალურონის მჟავას წყალობით.


35 გადაცილებულმა ქალბატონებმა ყურადღება უნდა შეაჩერონ ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებზე რომელთა შემადგენლობაშიც შედის რეთინოლი და A ვიტამინი. იმ მშვენიერმა არსებებმა ვინც უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს, FPAPARAZZI-ს რედაქცია უზიარებს ნაოჭების საჭინააღმდეგო კრემის რეცეპტს.




ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი
  • 1 ს.კ. ნუშის ან ზეითუნის ზეთი
  • 1 ც. კვერცხის გული
  • 1 ჩ.კ კალენდულას (გულყვითელა) სპირტის ნაყენი




მომზადების და გამოყენების წესი:
  1. გაალღვეთ ქოქოსის ზეთი ორთქლის აბაზანაზე.



  2. დაუმატეთ გამღვალ მასას კვერცხის გული და გულდასმით გადაურიეთ. შემდეგ კი დაუმატეთ ნუშის ზეთი და კალენდულას ნაყენი. კიდევ ერთხელ გადაურიეთ.




  3. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში 24 საათით. როდესაც ეს საშუალება მზად იქნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემი დანიშნულებისამებრ.




  4. შინ დამზადებული კრემი უნდა წაისვათ სუფთა კანზე და გაიჩეროთ 30 წუთით. ამის სემდეგ კრემის ნარცენები უნდა მოიშოროთ ბამბის დისკით და ანადუღარი წყალით.

დამატებითი ინფორმაცია (3)
admin თარითი:19 თებერვალი 2018 14:14
გულყვითელას ნაყენი (კალენდულა) (ავერსი,ნეოფარმი)
გულყვითელას, კალენდულას ნაყენის თვისებები


სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 1 ფლაკონი შეიცავს გულყვითელას ყვავილებისა და ყვავილების – 40 მლ;

სამკურნალო ფორმა: ნაყენი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტისეპტიური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
გულყვითელას ყვავილებსა და ყვავილედებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონოიდური და კაროტინოიდური გლიკოზიდები, საპონინები, სათრიმლავი ნივთიერებები, ეთერზეთები, ორგანული მჟავები) გააჩნიათ ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი ნაღვლმდენი მოქმედება.

ჩვენებები. გულყვითელას ნაყენი გამოიყენება ადგილობრივად ანტისეპტიური საშუალების სახით ინფიცირებული (ჩირქოვანი) ჭრილობების, ნაკაწრების, კანის დამწვრობებისა და პირის ღრუს, ღრძილების (სტომატიტი, გინგივიტი), ხახისა და ნუშურა ჯირკვლების (ფარინგიტი ანგინა) ლორწოვანი გარსების ანთების დროს, პერორალურად – ნაღვლმდენი საშუალების სახით სანაღვლე გზების დისკინეზიების, ქოლანგიტებისა და ქოლეცისტიტების (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) დროს.

უკუჩვენებები. გულყვითელას ნაყენი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის დროს.
ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში ეთილის სპირტი შედის, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ასევე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობის პერიოდსა და ძუძუთი კვების დროს.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას. თუ გულყვითელას ნაყენს პერორალურად ღებულობთ, სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობას თავი უნდა აარიდოთ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება.
გულყვითელას ნაყენი აძლიერებს სხვა ანთების საწინააღმდეგო და ნაღვლმდენი საშუალებების მოქმედებას (კერძოდ კი, გვირილას პერპარატების ფუძეზე).

გამოყენების მეთოდები და დოზები. გულყვითელას ნაყენს ღებულობენ პერორალურად ჭამამდე 15-30 წუთით ადრე, განაზავებენ რა მცირე რაოდენობით თბილ ანადუღარ წყალში. თუ არ არსებობს ექიმის მკურნალობის სხვა სქემა, უფროსებისათვის რეკომენდებულია ნაყენის 10-20 წვეთი დღეში 3-4-ჯერ 1 თვის განმავლობაში. ბავშვებს 12 წელს ზემოთ – ნაყენის 1 წვეთი 1 წელზე გადაანგარიშებით.
პირის გამოსარეცხად გულყვითელას ნაყენის 1 ჩაის კოვზს განაზავებენ თბილი ანადუღარი წყლის ჭიქაში. გამოიყენება აპლიკაციების სახით პირის ღრუს ლორწოვანი გარსებიბს ანთების დროს.
ადგილობრივი აპლიკაციებისათვის პრეპარატის გამოყენების მეთოდი დამოკიდებულია კანის დაზიანების ხასიათზე და დგინდება ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები.
პრეპარატი, როგორც წესი კარგად აიტანება, თუმცა ზოგიერთ ავადმყოფში, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (კანის შეწითლება, გამონაყარი, ქავილი და სხვ.)

ვარგისიანობის ვადა. პრეპარატის ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შენახვისას დასაშვებია ნალექის განვითარება.